|
2024-07-10 17:04:16, 685 ნახვა
საზოგადოება
ომბუდსმენი „ევოლუშენ ჯორჯიას“ - დასაქმებულთა ღირსებისშემლახავი ქმედებებისგან თავი შეიკავეთ
საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს შპს „ევოლუშენ ჯორჯიას“, "აქტიური კომუნიკაცია დაამყაროს დასაქმებულებთან, მათ მიერ დაყენებულ პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით, გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა კონსენსუსის მისაღწევად და დასაქმებულთა ღირსებისშემლახავი ქმედებებისგან თავი შეიკავოს". როგორც ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შრომის ინსპექციის სამსახურმა „ევოლუშენ ჟორჯიას“ საკითხის შესწავლა დაიწყო. „საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება შპს „ევოლუშენ ჟორჯიას“ თანამშრომლების გაფიცვას, რომელიც ამა წლის 12 ივლისს არის დაგეგმილი და გავრცელებული ინფორმაციით, მას საწარმოში დასაქმებული 4 600-მდე თანამშრომელი უერთდება. დასაქმებულებს კომპანიის მიმართ ღირსებისშემლახავ დამოკიდებულებასა და შრომის ღირსეული პირობებთან დაკავშირებული პრეტენზიები გააჩნიათ. კერძო სექტორში შრომის უფლების დაცვაზე შეზღუდული მანდატის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი განცხადებით ეხმიანება ამ საკითხს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, დამსაქმებლის მიერ განუხრელად იყოს დაცული დასაქმებულთა შრომის უფლებები. ჯანსაღი და უსაფრთხო სამუშაო გარემო დაშრომის ღირსეული ანაზღაურება შრომითი უფლების განუყოფელი ნაწილია და მასზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ადამიანის ღირსეული ცხოვრება. გასათვალისწინებელია, რომ ევროპის სოციალური ქარტია, რომლის ხელშემკვრელ მხარეს საქართველოც წარმოადგენს, აღიარებს ყველა მუშაკის უფლებას, ჰქონდეს უსაფრთხო, სამართლიანი შრომის პირობები და შრომის სათანადო სამართლიანი ანაზღაურება, რაც უზრუნველყოფს მათი და მათი ოჯახების ცხოვრების ღირსეულ დონეს. როგორც სახალხო დამცველის პრაქტიკა მოწმობს, სამწუხაროდ, დასაქმებულების მიერ შრომითი პირობების გაუმჯობესების მოთხოვნა ან სამუშაოსთან დაკავშირებული კრიტიკის გამოთქმა, ზოგადად, დამსაქმებლების მხრიდან მიუღებელ პოზიციად ფასდება და ხშირად, საფუძვლად ედება დამსაქმებლის მიერ განსხვავებული მოსაზრების გამო მშრომელების შევიწროებას, სამსახურიდან გათავისუფლებას ან შრომითი უფლებების სხვაგვარ დარღვევას. დაანონსებული გაფიცვის სავარაუდო მასშტაბის გათვალისწინებით, ამ შემთხვევაში საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს შპს „ევოლუშენ ჯორჯიას“, აქტიური კომუნიკაცია დაამყაროს დასაქმებულებთან, მათ მიერ დაყენებულ პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით, გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა კონსენსუსის მისაღწევად და თავი შეიკავოს დასაქმებულთა ღირსებისშემლახავი ქმედებებისგან. როგორც საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისთვის არის ცნობილი, შრომის ინსპექციის სამსახურმა შპს „ევოლუშენ ჟორჯიას“ საკითხის შესწავლა დაიწყო. ვიმედოვნებთ, რომ შრომის ინსპექცია ყოველმხრივ და სრულყოფილად შეისწავლის საკითხს და შემჭიდროებულ ვადებში მიიღებს კანონმდებლობის შესაბამის გადაწყვეტილებას“,- აღნიშნულია ომბუდსმენის განცხადებაში.
FT-ის გამოკითხვა: ამერიკელების თითქმის 70% შეშფოთებულია ტრამპის ადმინისტრაციაში კორუფციით
ცოლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი - ვინც მიცნობთ, ჩემს ბავშვებს აწყენინებს, იცოდეთ, იმ ქვეყნიდან მოვბრუნდები და დედებს მოგ**ნავთ ყველას
სახალხო დამცველის აპარატი: გიორგი ფეიქრიშვილს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პრეტენზიები არ აქვს
არეულობები ბარსელონაში - 128 ადამიანი დააკავეს, ათობით მაღაზია დაზიანდა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)