2016-02-16 18:32:20, 814 ნახვა
სამართალი
შსს-მ თელავში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი შალვა ბ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ შალვა ბ-მ თელავში, თბილისის გზატკეცილზე, ურთიერთშელაპარაკებისას, 1983 წელს დაბადებულ დავით მ-ს და 1985 წელს დაბადებულ ჯიმშერ ჯ-ს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ორივე დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ამ დრომდე განაგრძობენ მკურნალობას.
სამართალდამცველებმა შალვა ბ. მომხდარიდან რამდენიმე საათში ყვარელში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით).
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან