|
2016-02-16 18:20:20, 513 ნახვა
პოლიტიკა
მთავრობის მიერ დაგეგმილი რეფორმები ბიზნესმა დადებითად შეაფასა
ჩვენს მიერ დაგეგმილი რეფორმები დადებითად შეფასდა და, თითოეული ამ ნაბიჯის გადადგმისას, ბიზნესსექტორის ჩართულობა იქნება მაქსიმალური, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა. მთავრობის მეთაურის განმარტებით, ბიზნესმენებთან შეხვედრები გაგრძელდება. უახლოეს მომავალში შეხვედრა შედგება მცირე და მიკრობიზნესის წარმომადგენლებთან. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ბიზნესასოციაციის წევრებმა დღევანდელ შეხვედრაზე ბევრი აქტუალური საკითხი დასვეს, მათ შორის რამდენიმე ტექნიკური ხასიათის, რაც ძალიან კარგია, რათა მთავრობამ ასეთი ტიპის შენიშვნები გაითვალისწინოს. „ძალიან დადებითად შეფასდა საგადასახადო რეფორმა, რომელიც მთავრობამ დაამტკიცა და გადაგზავნილია პარლამენტში. გამოითქვა გარკვეული შენიშვნები, რასაც გავითვალისწინებთ. ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ამ რეფორმამ საბანკო სექტორიც უნდა მოიცვას, მაგრამ ამ ეტაპზე ჩავთვალეთ, ეს წელს არ გაგვეკეთებინა და შესაძლოა, მოგვიანებით ამოქმედების ვადებზე ვიფიქროთ", - განაცხადა პრემიერმა. გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სასამართლო სისტემაში საკითხების განხილვის ვადები, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს ქვეყანაში ბიზნესის სწრაფ განვითარებას. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამ თემაზე საუბარი იქნება როგორც იუსტიციის სამინისტროსთან, ისე სასამართლოსთან. „ვისაუბრეთ ადმინისტრირების დაჩქარების საკითხებზე, გადაწყვეტილებების მიღების სისწრაფეზე. ჩვენ ვქმნით გადაწყვეტილებების აღსრულების კონტროლის ქვედანაყოფს ადმინისტრაციაში და ამ მიმართულებით უახლოეს მომავალში სერიოზულ ცვლილებებს მოვიტანთ", - აღნიშნა პრემიერმა.
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)