|
2024-07-09 10:41:52, 742 ნახვა
მსოფლიო
მილერი - რუსეთთან ინდოეთის დაახლოების გამო, შეერთებული შტატები შეშფოთებას გამოთქვამს
რუსეთთან ინდოეთის დაახლოების გამო, შეერთებული შტატები შეშფოთებას გამოთქვამს, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა. მილერის თქმით, თეთრი სახლი იმედოვნებს, რომ ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც რუსეთთან ურთიერთობს, ცალსახად აღნიშნავს, რომ რუსეთმა უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას პატივი უნდა სცეს. „ჩვენ გადავხედავთ ინდოეთის პრემიერ-მინისტრის საჯარო განცხადებებს, რომ ვნახოთ, რაზე ისაუბრა მან. ინდოეთთან ნათლად განვაცხადეთ ჩვენი შეშფოთების შესახებ რუსეთ-ინდოეთის ურთიერთობებთან დაკავშირებით. ვიმედოვნებთ, რომ ინდოეთი და ნებისმიერი სხვა ქვეყანა, როდესაც რუსეთთან ურთიერთობს, ცალსახად აღნიშნავს, რომ რუსეთმა პატივი უნდა სცეს გაეროს წესდებას, უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, - განაცხადა მილერმა. შეგახსენებთ, ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი მოსკოვში ორდღიანი სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში იმყოფება.
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)