|
2024-07-08 17:16:56, 567 ნახვა
მსოფლიო
უკრაინამ და პოლონეთმა უსაფრთხოების შეთანხმებას მოაწერეს ხელი
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა ვარშავაში უსაფრთხოების შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, უკრაინა და პოლონეთი პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებაზე შეთანხმდნენ. როგორც მედია წერს, ქვეყნებმა ასევე, პირობა დადეს, რომ "მჭიდროდ ითანამშრომლონ უკრაინის, როგორც სუვერენული და დემოკრატიული სახელმწიფოს აღდგენის საქმეში". შეთანხმებაში ხაზგასმულია, რომ პოლონეთი იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც 1991 წლის 2 დეკემბერს, საბჭოთა კავშირისგან უკრაინის დამოუკიდებლობა აღიარა. აღსანიშნავია, რომ პოლონეთი დიდი შვიდეულის (G7) ქვეყნებიდან ბოლოა, რომელმაც უკრაინასთან უსაფრთხოების შეთანხმებას, 2023 წლის ივლისში დადებული პირობის საფუძველზე, ხელი მოაწერა. ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთს დღეს, 8 ივლისს ესტუმრა.
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)