11:26 - 27 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-08 12:51:00, 555 ნახვა

მსოფლიო
სი ძინპინი - უკრაინის ომთან დაკავშირებით ჩინეთისა და უნგრეთის ძირითადი წინადადებები ემთხვევა

უკრაინის ომთან დაკავშირებით ჩინეთისა და უნგრეთის ძირითადი წინადადებები და მათი ძალისხმევის მიმართულება ემთხვევა და ჩინეთი მზადაა, დარჩეს უნგრეთსა და ყველა შესაბამის მხარესთან კომუნიკაციაში, - ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან, ვიქტორ ორბანთან შეხვედრის დროს განაცხადა.

ძინპინის თქმით, პეკინი აქტიურად უჭერს მხარს სამშვიდობო მოლაპარაკებებს და ხელს უწყობს ყველა მცდელობას, რომელიც მიმართულია კრიზისის მშვიდობიანი დარეგულირებისკენ.

როგორც ორბანმა აღნიშნა, "დიდი მნიშვნელობა აქვს ჩინეთის მოწოდებას, ომის ნაცვლად, მსოფლიოში მშვიდობისაკენ".

„ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ჩინეთის მოწოდებას, ომის ნაცვლად, მსოფლიოში მშვიდობისაკენ. ჩვენ ასევე ვაფასებთ თქვენს სამშვიდობო ინიციატივას, როდესაც საქმე ეხება კონფლიქტს უნგრეთის მეზობელ ქვეყანაში“, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
2026 წლის „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში ხვიჩა კვარაცხელიამ მეექვსე ადგილი დაიკავა, ჰოლანდს და დემბელეს გაუსწრო
ჰარი კეინმა ოქროს ბურთი მოიგო
ტრამპმა ირანთან ზაფხულის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას დროის ფუჭად კარგვა უწოდა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics