|
2024-07-08 10:12:51, 577 ნახვა
მსოფლიო
მარინ ლე პენი - ჩვენი გამარჯვება მხოლოდ გადაიდო
ჩვენი გამარჯვება მხოლოდ გადაიდო,- ამის შესახებ საფრანგეთის ულტრამემარჯვენე "ეროვნული გაერთიანების" ლიდერმა, მარინ ლე პენმა განაცხადა. ლე პენმა, ქვეყნის საპარლამენტო არჩევნებში ხმების რაოდენობით მესამე ადგილზე გასვლის მიუხედავად, ოპტიმისტური განცხადება გააკეთა და თქვა: "ხვალინდელი გამარჯვების მარცვალს მე დღევანდელ შედეგებში ვხედავ". შეგახსენებთ, საფრანგეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა მემარცხენე პარტიების კოალიციამ, სახელწოდებით "ახალი სახალხო ფრონტი" მოპოვა. მას პარლამენტში 182 მანდატი ექნება. მეორე ადგილზე გავიდა პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის კოალიცია 163 მანდატით, ხოლო მესამე და ბოლო ადგილი დაიკავა მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე "ეროვნულმა გაერთიანებამ", რომელსაც 143 მანდატი შეხვდა. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მას შემდეგ დანიშნა, რაც ევროპარლამენტის არჩევნებში მისი ცენტრისტული ალიანსი "ეროვნულ გაერთიანებასთან" დამარცხდა.
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)