|
2016-02-16 17:28:21, 471 ნახვა
პოლიტიკა
ბაია გადაბაძე: ჩემს მიმართ მიზანმიმართული დევნა მიმდინარეობს
"ჩემს მიმართ მიმდინარეობს მიზანმიმართული დევნა", - ამის შესახებ მაესტროს მოქმედმა გენერალურმა დირექტორმა, ბაია გადაბაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში საჩივრის შეტანის შემდეგ განაცხადა. როგორც გადაბაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში საჩივრის შეტანის შემდეგ განაცხადა, ის მოითხოვს, რომ, სანამ დევნაზე მისი განცხადების თაობაზე გარემოებები არ დადგინდება, მანამდე ყველა კრების ოქმი შეჩერდეს. "ჩემს მიმართ მიმდინარეობს მიზანმიმართული დევნა. ამოცანა არის ის, რომ 19 თებერვალს, როდესაც დანიშნულია კრედიტორთა კრება, მე არ ვიყო დირექტორი. მიმაჩნია, რომ ნაწილობრივ ამ პროცესში სასამართლოც მონაწილეობს, პირდაპირ კი ამას აკეთებს გაჩეჩილაძეების მხარე. თეორიულად არსებობს შანსი, რომ 48 საათის განმავლობაში ორი ინსტანციის სასამართლომ განიხილოს საჩივარი, ორივემ მიიღოს გადაწყვეტილება, მიაწოდოს საჯარო რეესტრს, რეესტრმა კი სასწრაფოდ განიხილოს ეს ყველაფერი და პარასკევს, 19 თებერვალს, 14:00 საათზე მე აღარ ვიყო დირექტორი. ამის ეჭვი მაქვს. ჩემს მიმართ მიმდინარეობს დევნა და სასამართლოს ვთხოვ, ყველა ოქმის შეჩერებას, ვიდრე ეს საკითხი გაირკვევა. ლევან გაჩეჩილაძეს სურს, რომ ის გახდეს დირექტორი და ჩაშალოს ყველაფერი, რაც "მაესტროს" რეაბილიტაციისთვის არის საჭირო", - განაცხადა ბაია გადაბაძემ.
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)