21:00 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-03 12:23:50, 778 ნახვა

ეკონომიკა
საქსტატი - 2024 წლის ივნისში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 2.2% შეადგინა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში -0.5 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.2 პროცენტი შეადგინა.

საქსტატის ცნობით, რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2024 წლის ივნისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 1.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 1.4 პროცენტით განისაზღვრა.

"ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების
ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები შემცირდა 2.0 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -0.65 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (-14.7 პროცენტი), ხილი და ყურძენი (-6.0 პროცენტი), ხორცი და ხორცის
პროდუქტები (-0.6 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (-0.6 პროცენტი). ამასთან, მოცემულ პერიოდში ფასები გაზრდილია ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (2.3 პროცენტი), თევზეული (1.0 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (0.5 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (0.5 პროცენტი);

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.9 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.06 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (1.3 პროცენტი), ისე თამბაქოს ნაწარმზე (0.2 პროცენტი);

სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: წინა თვესთან შედარებით ფასები მომატებულია 1.3 პროცენტით, რაც 0.05 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე. ფასები გაზრდილია როგორც ღამის გასათევით მომსახურებაზე (3.8 პროცენტი), ისე საზოგადოებრივ კვებაზე (0.8 პროცენტი).

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ
ჯგუფებზე:

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 11.0 პროცენტით, რაც 1.31 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე
(15.1 პროცენტი), სატრანსპორტო საშუალებების შეძენასა (4.9 პროცენტი) და სატრანსპორტო
მომსახურებაზე (4.7 პროცენტი);

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.9 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.63 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი
და ყურძენი (30.1 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (10.2 პროცენტი), მინერალური და წყაროს
წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (3.7 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა
ტკბილეული (2.5 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (2.4 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები
(1.0 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (-8.5 პროცენტი), პური და
პურპროდუქტები (-3.0 პროცენტი), თევზეული (-1.9 პროცენტი);

სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: ჯგუფში ფასები მომატებულია 7.5 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.25 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა საზოგადოებრივ კვებაზე (7.7 პროცენტი) და ღამის გასათევით მომსახურებაზე (6.5 პროცენტი);

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.4 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.23 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (4.3 პროცენტი), ისე თამბაქოს ნაწარმზე (2.3 პროცენტი)",- აღნიშნულია საქსტატის ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics