01:05 - 26 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-02 10:41:01, 376 ნახვა

საზოგადოება
ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებისთვის, ტყეებში უსაფრთხო მუშაობის შესახებ ფართომასშტაბიანი სასწავლო პროგრამა ხორციელდება

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებისთვის, სლოვენიური მეთოდის გამოყენებით, ტყეებში უსაფრთხო მუშაობის შესახებ ფართომასშტაბიანი სასწავლო პროგრამა ხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სწავლება პროექტის „ტყის მდგრადი მართვა ადიგენის მუნიციპალიტეტში, ფაზა II“ ფარგლებში მიმდინარეობს. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია საქართველოში სლოვენიის რესპუბლიკის საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების ცენტრი (CMSR). 

"პროექტის მეორე ფაზა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადიგენის მუნიციპალიტეტში ტყეების მდგრადი მართვის განვითარებისთვის. საველე სწავლებასთან ერთად, სლოვენიური პრაქტიკის გათვალისწინებით, სატყეო გზები, ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა - საფეხმავლო ბილიკები, საბანაკე და საპიკნიკე ადგილები მოეწყობა. 

აღსანიშნავია, რომ პროექტის „ტყის მდგრადი მართვა ადიგენის მუნიციპალიტეტში, ფაზა I“ ფარგლებში, გასული ორი წლის განმავლობაში, ადიგენის მუნიციპალიტეტში ინვენტარიზაციის სამუშაოები 33 836 ჰა ფართობზე განხორციელდა, მომზადდა ტყის მართვისა და რეკრეაციული განვითარების გეგმები, „საქმიანი ეზო” ეფექტიანი ოპერირებისთვის საჭირო ტექნიკით აღიჭურვა. 
პროექტი „ტყის მდგრადი მართვა ადიგენის მუნიციპალიტეტში“ სლოვენიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, მსოფლიო ბუნების ფონდის (WWF) კავკასიის პროგრამის კონსორციუმის წარმომადგენლობისა და ზავიტა კონსალტინგის მიერ ხორციელდება. 

პროექტის ძირითადი მიზნები ადიგენის მუნიციპალიტეტში ტყეების მდგრადი მართვის და გარემოსდაცვით შეთანხმებებში გაერთიანებული ადგილობრივი თემების სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებაა. 

პროექტის სრული ბიუჯეტი 1,099,940 ევროს შეადგენს. ეროვნული სატყეო სააგენტოს კონტრიბუცია პროექტში 551,500 ევროა, ხოლო საგრანტო თანხის მოცულობა, ჯამში, 548,440 ევრო", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველო ივანიშვილის გარეშე დიდი საპროტესტო აქცია თბილისში - ვიდეო
პრაღაში ათიათასობით ადამიანი საზოგადოებრივი მაუწყებლობის რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავს
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
FT-ის გამოკითხვა: ამერიკელების თითქმის 70% შეშფოთებულია ტრამპის ადმინისტრაციაში კორუფციით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics