01:55 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-29 15:27:14, 370 ნახვა

მსოფლიო
ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში რეფორმატორი და კონსერვატორი ლიდერობს

ირანის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში რეფორმისტი მასუდ პეზეშკიანი და საიდ ჯალილი ლიდერობენ, იუწყება ირანული სააგენტო Tasnim.

ამჟამინდელი მონაცემებით, პეზეშკიანი 8,3 მლნ ხმას აგროვებს, ჯალილი - თითქმის 7,2 მლნ. მათ კონკურენტებს, პარლამენტის სპიკერს მოჰამედ ბაგერ ღალიბაფს და შიიტ სასულიერო პირს მოსტაფა პურმოჰამადის, დაახლოებით 2,7 და 0,16 მილიონი აქვთ. ქალებს და რადიკალ ოპოზიციონერებს კენჭისყრა ეკრძალებათ.

საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემის უფლება 61 მილიონზე მეტ ირანელს ჰქონდა. თუმცა, უკვე ბოლო მსგავს არჩევნებზე აქტივობა რეკორდულად დაბალი იყო: კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 49%-მა. ასევე, მაშინ ბევრმა გააფუჭა ბიულეტენი.

ოპოზიციამ მიმდინარე არჩევნების ბოიკოტისკენ მოუწოდა და მათ ცირკს უწოდა. ბოლო კვირების განმავლობაში ირანელებმა ფართოდ გამოიყენეს ჰეშთეგი #ElectionCircus სოციალურ მედიაში.

თუ ვერც ერთი კანდიდატი ვერ მიიღებს ხმების ნახევარზე მეტს, ჩატარდება მეორე ტური. ის ერთ კვირაში გაიმართება და მასში ორი ყველაზე მაღალი შედეგის მქონე კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას. წინასაარჩევნო გამოკითხვებმაც აჩვენა პეზეშკიანის მცირე უპირატესობით გამარჯვება და მეორე ტური. ირანის ისტორიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მხოლოდ ერთხელ მოხდა - 2005 წელს.

ვადამდელი არჩევნები დაინიშნა მას შემდეგ, რაც ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი დაიღუპა ავიაკატასტროფაში 2024 წლის მაისში. ირანში პრეზიდენტი ძალიან შეზღუდული უფლებამოსილების მქონე მთავრობის მეთაურია, მაგრამ მას მაინც შეუძლია გავლენა მოახდინოს დასავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობების ტონზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics