19:23 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-28 16:37:51, 271 ნახვა

საზოგადოება
აიღეთ „საქართველოს ბანკის“ ​ Mastercard ბიზნესის ბარათი და დაიბრუნეთ 25% Optimo-ს ყოველთვიური მომსახურების გადახდისას

 

"საქართველოს ბანკი", როგორც ბიზნესის ხელშემწყობი ფინანსური ინსტიტუტი,  პატრნიორი ბიზნესების წახალისებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. სწორედ ამ მიზნით, ბანკის, Mastercard-ისა და Optimo-ს პარტნიორობის ფარგლებში, ბიზნეს მომხმარებლები Optimo–ს ყოველთვიურ გადასახადზე 25%-იანი ქეშბექით ისარგებლებენ. 

Optimo ქართული პროგრამაა, რომელსაც 3000-მდე მაღაზია და კვების ობიექტი იყენებს. პროგრამაში მარტივად შეძლებთ მარაგებისა და გაყიდვების მართვას, შესყიდვებს, წარმოებასა და მიმდინარე სტატისტიკაზე დაკვირვებას როგორც ლეპტოპით, ასევე მობილურით.

აღნიშნული აქციით სარგებლობისთვის აუცილებელია − იყოთ საქართველოს ბანკის მომხმარებელი, გქონდეთ ან პირველად აიღოთ Mastercard Business ბარათი, თქვენი საქმიანობა მოიცავდეს მცირე საცალო ვაჭრობას და ბაზარზე ოპერირებდეთ მინიმუმ 6 თვე.

 „საქართველოს ბანკში" მუდმივად ვიკვლევთ ჩვენი ბიზნეს მომხმარებლების საჭიროებებს და მათ სწორედ იმ პროდუქტებსა თუ სერვისებს,  იმ არხში ვთავაზობთ, სადაც მათ ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ. აღნიშნული შეთავაზება ბიზნესებს, რომლებიც მაღაზიებსა და კვების ობიექტებს ფლობენ, შესაძლებლობას მისცემს Optimo - ს სერვისი  მეტი ფასდაკლებით მიიღოს. მისი დახმარებით, ბიზნესები ყოველდღიური რუტინული საქმიანობის წარმართვას  ერთ სივრცეში შეძლებენ. ეს მათ პროცესებს კიდევ უფრო მეტად გაუმარტივებს და მეტ კომფორტს სთავაზობს. ჩვენ კი აქ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ჩვენი ბიზნეს მომხმარებლების საჭიროებების შესაბამისი შეთავაზებების მიწოდებას“ . - აცხადებენ საქართველოს ბანკში

„4 წლის წინ, ოპტიმოს გუნდში მიზნად დავისახეთ საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესების მოთხოვნებზე სრულად მორგებული პროგრამის შექმნა. დღესდღეობით კი უკვე ათასობით ასეთ ბიზნესს ვუმარტივებთ სამუშაო პროცესს, თანაც საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად. გარდა იმისა, რომ ყოველდღიურ რეჟიმში ვზრუნავთ პროგრამის დახვეწასა და განვითარებაზე, ასევე ვცდილობთ, ოპტიმო კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ ნებისმიერი კატეგორიისა თუ ზომის ბიზნესისთვის, რაშიც "საქართველოს ბანკთან" და Mastercard-თან პარტნიორობა ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს“. - აცხადებენ ოპტიმოში.

თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ Mastercard Business ბარათი, შეგიძლიათ მოითხოვოთ ონლაინ.

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ტრამპის თქმით, თუ ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა არ მოხდება, მაშინ აშშ დაბომბვას განაახლებს
ტერიტორია დაატოვებინეს აქტივისტს, რომელიც კობახიძის ბრიფინგის პარალელურად, კანცელარიასთან, საპროტესტო წარწერით მივიდა
2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე განაცხადების მიღება დაიწყო - პროექტის მხარდამჭერი „საქართველოს ბანკია“
ბოლო 5 თვეში მდინარაძემ კობახიძისგან მე 5-ე, გენერალ-მაიორის წოდება მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics