03:40 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-16 14:03:34, 516 ნახვა

პოლიტიკა
დარჩიაშვილი უსუფაშვილის განცხადებაზე: ეს იყო სიტყვიერი ხრიკი, ანუ, საქმის არსის გადატანა რაღაცა სიტყვიერ პაექრობაში და მაგიდის ჩოგბურთში

"ეს იყო სიტყვიერი ხრიკი, ანუ, საქმის  არსის გადატანა რაღაცა სიტყვიერ პაექრობაში და მაგიდის ჩოგბურთში",-ასე აფასებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი დავით დარჩიაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის  ოპოზიციისადმი  მოწოდებას, რომ  "სანამ სულ გვიან არ არის"  2016 წლის არჩევნების შემდეგ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის თაობაზე,  მმართველი გუნდის მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირონ.

"ეს იყო სიტყვიერი ხრიკი, ანუ, საქმის  არსის გადატანა რაღაცა სიტყვიერ პაექრობაში და მაგიდის ჩოგბურთში( მეტაფორა რომ ვიხმაროთ) იმიტომ, რომ 2016 წლის არჩევნები არის უმნიშვნელოვანესი  ქვეყნის მომავალის განსაზღვრისთვის, ქვეყნის დემოკრატიულობის გაზომვისა და გაძლიერებისათვის. თუ აქ არ გვაქვს ამის საშუალება, რომ ეს  ამოცანები გადავჭრათ, ახლა იმის შემდეგ რა მოხდება, ეს უკვე სულ სხვა საუბრის თემაა და ეს მომავალი, თუ რა და როგორ მოხდება, განისაზღვრება,  ფორმა მიეცემა იმის მიხედვით, რა მოხდება 2016 წლის ოქტომბერში, ახლა რაღაცა მოდი მომავალზე ერთად ვიფიქროთ, ამ ლოგიკას რომ გავყვეთ, ფაქტობრივად,  ჩვენც უსუფაშვილივით უნდა ჩავიქნიოთ ხელი 2016 წელზე, ეს ყველაფერი  რაც უნდა მოხდეს და გადაწყდეს ახლა წელს გადავულოცოთ ივანიშვილს და შემდეგ რა გამოვა ამით? გამოვა ის, რომ ბევრად უფრო უარეს ვითარებაში აღმოვჩნდებით",-განუცხადა "ექსპრესნიუსს" დავით დარჩიაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics