|
2016-02-16 13:19:01, 754 ნახვა
საზოგადოება
დოპინგის მოხმარება კიდევ ოთხ ქართველ მოჭიდავეს დაუდგინდა (ექსკლუზივი)
არ ცხრება ვნებათა-ღელვა დოპინგ-სკანდალის გარშემო. 6 ქართველ მოჭიდავეს დოპინგი უკვე აღმოაჩნდა. 4 მოჭიდავის პასუხები ფედერაციაში ჯერ არ ჩამოსულა, თუმცა როგორც „ექსრესნიუსს“ ჭიდაობის ფედერაციიდან კონფიდენციალურად აცნობეს, დოპინგის მოხმარება ოთხივე სპორტსმენს დაუდგინდა. მაგრამ მათი ვინაობა უცნობია, ვინაიდან ანალიზები დანომრილია და ასეა გაგზავნილი გერმანიის ლაბორატორიაში. საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს ხელმძღვანელი პალიკო კასრაძე კონკრეტულ გვარებზე არ საუბრობს, ამბობს, რომ ამით სპორტსმენების უფლებები დაირღვევა, აქვე აცხადებს, რომ მან არ იცის იმ ოთხი სპორტსმენის ანალიზის პასუხები, რომლის პასუხებიც ფედერაციას ჯერ არ მიუღია. სპორტსმენებს გასაჩივრებისთვის სამ კვირიანი ვადა აქვს, თუმცა როგორც კასრაძე ამბობს შესაძლოა, პროცესი სამ წლამდეც კი გაიწელოს. შეგახსენებთ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართველი მოჭიდავეები დოპინგის მოხმარებაში არიან მხილებულნი. გუშინ მედიაში გავრცელდა დოკუმენტი, რომლის თანახმადაც, მძიმე წონაში საქართველოს წლევანდელ ჩემპიონს, ევროპისა და მსოფლიოს პრიზიორს, ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი დავით მოძმანაშვილს ჯერ კიდევ 20 იანვარს უღიარებია ექიმთა დაუკითხავად აკრძალული წამლების მიღება, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციას კი იმავე დღეს მოძმანაშვილი 1-წლიანი დისკვალიფიკაციით დაუსჯია. „მე, დავით მოძმანაშვილი, ვაღიარებ, რომ საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის გენერალური მდივნის, ოლიმპიური გუნდის ექიმ ზურაბ კახაბრიშვილის გარეშე მივიღე სხვადასხვა დასახელების მედიკამენტები, რომლებიც შეტანილია აკრძალული პრეპარატების სიაში. აღნიშნული წამლების საშუალებით ვემზადებოდი საქართველოს ჩემპიონატისთვის. გთხოვთ, მიიღოთ ინფორმაციად", - ვკითხულობთ განცხადებაში. იმავე დღესა გამოცხადდა ფედერაციის გადაწყვეტილება, რომელსაც ხელს პრეზიდენტი მანუჩარ კვირკველია აწერს. მისი მიხედვით, მოძმანაშვილს 1-წლიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა, ამ დროის განმავლობაში კი აეკრძალა ტურნირებში გამოსვლა. თუმცა ფედერაცია უფლებას იტოვებს, 6 თვის შემდეგ იმსჯელოს ამ სანქციების შემცირებაზე. ჩნდება ეჭვი, რომ დოკუმენტი მომზადდა მოძმანაშვილის „გასაპრავებლად“.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)