|
2016-02-16 12:33:02, 590 ნახვა
საზოგადოება
მყარი ნარჩენების რეციკლირების საკითხებზე იმსჯელეს
სასტუმრო ,,თბილისი რუმსში“ ,,მყარი მუნიციპალური ნარჩენების რეციკლირებისა და დამუშავების“ საკითხებთან დაკავშირებით, ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ, შეხვედრის მონაწილეებს მყარი ნარჩენების სეპარირება- გადამუშავებასთან დაკავშირებით, ახალი საკანონმდებლო ცვლილებები გააცნო. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს ,,საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორთან, გიორგი შუხოშვილთან და გერმანიის განვითარების ბანკის ( KFW) წარმომადგენლებთან ერთად ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტის მაგალითზე, ახალი რეგიონული ნაგავსაყრელების მოწყობისა და სეპარირება-გადამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის საკითხზე იმსჯელეს. სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა EBRD-ის , SIDA-ს , USAID -ის წარმომადგენლებმაც მიიღეს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)