|
2024-06-24 15:12:01, 342 ნახვა
საზოგადოება
ევერესტის ოლიმპიადაში მონაწილეობა 17 500-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო - ინიციატივის მხარდამჭერი „საქართველოს ბანკია“
"საქართველოს ბანკი" ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკი საქართველოში ყველაზე მასშტაბური მათემატიკის ოლიმპიადის - ევერესტის მხარდამჭერია. 2024 წლის საგაზაფხულო სეზონზე ოლიმპიადაში მონაწილეობა II-VI კლასის 17 500-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო. პროექტის ფარგლებში, ახალგაზრდები მათემატიკური ამოცანების ამოხსნაზე მუშაობდნენ. სამი ტურის შედეგად, საუკეთესო შედეგის მქონე 61 მოსწავლე გამოვლინდა. ფინალურ ეტაპზე კი სამი გამარჯვებული დასახელდა, რომელთაც "საქართველოს ბანკისგან" საჩუქრები (ლეპტოპები და მობილური ტელეფონი) გადაეცათ. ევერესტის 2024 წლის საგაზაფხულო სეზონის გამარჯვებულები არიან: დამიანე მამრიკაშვილი, მე-2 კლასის მოსწავლე (თბილისის მე-60 სკოლა), ნინო სეხნიაშვილი მე-3 კლასის მოსწავლე (დამოუკიდებელი საერო გიმნაზია „შავნაბადა“), იოანე მამრიკიშვილი მე-4 კლასის მოსწავლე (თბილისის მე-60 სკოლა). „საქართველოს ბანკში" გვჯერა ახალგაზრდების და მათი უსაზღვრო შესაძლებლობების. შესაბამისად, მიზნად დავისახეთ, ხარისხიანი განათლება რაც შეიძლება მეტად ხელმისაწვდომი გაგვეხადა მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის. სწორედ ამ მიზნის მისაღწევად 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ვახორციელებთ და ვუჭერთ მხარს. ევერესტის ოლიმპიადა II-VI კლასის მოსწავლეებისთვის შესაძლებლობაა, გამოცადონ საკუთარი თავი და უნარები მათემატიკური ამოცანების ამოხსნაში, მიიღონ გამოცდილება, შეიძინონ ახალი მეგობრები და ადრეული ასაკიდანვე დაიწყონ საკუთარი პოტენციალის ათვისება. გვახარებს ევერესტის ოლიმპიადისადმი მუდმივად მზარდი ინტერესი და ვიმედოვნებთ, რომ მომავალში ინიციატივაში ჩართული ახალგაზრდების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. ჩვენ ვულოცავთ მოსწავლეებს ამ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებთ მათ“, - აღნიშნავს ანა ლომთაძე, "საქართველოს ბანკის" კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი.
სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ ისტორიული მარცხი განიცადა, ვუჩიჩმა სტუდენტებთან დამარცხება აღიარა
საქართველო ივანიშვილის გარეშე დიდი საპროტესტო აქცია თბილისში - ვიდეო
პრაღაში ათიათასობით ადამიანი საზოგადოებრივი მაუწყებლობის რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავს
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)