|
2024-06-21 13:46:18, 378 ნახვა
საზოგადოება
კინგსის ოლიმპიადაში მონაწილეობა 40 000-მდე მოსწავლემ მიიღო, ჯამში კი 90 გამარჯვებული გამოვლინდა - პროექტის მხარდამჭერი „საქართველოს ბანკია“
"საქართველოს ბანკი" ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სკოლის მოსწავლეების წახალისებისთვის, მათში მომავლის პროფესიების, STEM მეცნიერებებისა და სხვადასხვა სასკოლო საგნებისადმი ინტერესის გაღრმავების მიზნით, "საქართველოს ბანკი" 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს. მათ შორის გამორჩეულ ადგილს კინგსის ოლიმპიადა იკავებს. ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სასკოლო ოლიმპიადის გაზაფხულის სეზონი "საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით უკვე გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, II – XII კლასის მოსწავლეები ერთმანეთს ინგლისურში (11215 მონაწილე), ქართულსა (11026 მონაწილე) და მათემატიკაში (17407 მონაწილე) ეჯიბრებოდნენ. ჯამურად, ოლიმპიადაში მონაწილეობა 40 000-მდე მოსწავლემ მიიღო. კონკურსის შედეგად ყველა საგნის საკლასო კატეგორიაში 3-3, ჯამში კი 90 გამარჯვებული გამოვლინდა. „საქართველოს ბანკი ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ჩვენი პორტფოლიო 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს და 120 000-ზე მეტ ბენეფიციარს ითვლის. მოსწავლეებისთვის საკუთარი პოტენციალის გამოსავლენად და საკუთარი თავში ახალი უნარების აღმოსაჩენად კი არაერთ ოლიმპიადას ვუჭერთ მხარს. კინგსის ოლიმპიადა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ოლიმპიადაა, რომელიც სეზონურად იმართება. გაზაფხულის სეზონში მონაწილეობა 40 000-მდე მოსწავლემ მიიღო და ვიმედოვნებთ, რომ მათი რაოდენობა კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. ვულოცავთ გამარჯვებულებს და წარმატებებს ვუსურვებთ მათ“, - აღნიშნავს ანა ლომთაძე, "საქართველოს ბანკის" კორპორატიული სოციალური მიმართულების (CSR) ხელმძღვანელი. კინგსის ოლიმპიადის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს. "საქართველოს ბანკის" მიერ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია csr.bog.ge-ზე.
სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ ისტორიული მარცხი განიცადა, ვუჩიჩმა სტუდენტებთან დამარცხება აღიარა
საქართველო ივანიშვილის გარეშე დიდი საპროტესტო აქცია თბილისში - ვიდეო
პრაღაში ათიათასობით ადამიანი საზოგადოებრივი მაუწყებლობის რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავს
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)