|
2024-06-20 13:12:12, 552 ნახვა
ეკონომიკა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტყიბულში ჩაის გადამმუშავებელი საწარმო დაათვალიერა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, იმერეთის მხარის რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორ დავით წითლიძესთან ერთად, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედუბანში კომპანიის „ტყიბულის მთის ჩაი“ ჩაის გადამმუშავებელი საწარმო დაათვალიერა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, კომპანია წარმოებული პრემიუმ ხარისხის პროდუქციის რეალიზაციას როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე 2024 წლის ბოლოდან გეგმავს. აღსანიშნავია, რომ შპს „ტყიბულის მთის ჩაი“ სოფლის განვითარების პროგრამების ბენეფიციარია, ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კომპანიამ „ქართული მთის ჩაი“ 19,1 ჰა ჩაის პლანტაციის რეაბილიტაცია მოახდინა, ხოლო ტექნიკური დახმარების პროგრამით მიღებული თანადაფინანსებით, ჩაის გადამმუშავებელ საწარმოში სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სისტემა დანერგა. საქართველოს მასშტაბით, ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში 3,5 მლნ ლარით დაფინანსებულია 1,708 ჰექტარზე ჩაის პლანტაციის რეაბილიტაცია; მათ შორის, იმერეთის რეგიონში - 900 ჰექტარზე მეტ ფართობზე. შეღავათიანი აგროკრედიტის პროქტის ფარგლებში ჩაის გადამუშავების მიზნობრიობით 10, 1 მლნ ლარის ღირებულების 63 სესხია გაცემული“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)