00:31 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-19 15:45:09, 307 ნახვა

საზოგადოება
ნინო თანდილაშვილმა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაში მიიღო მონაწილეობა

თანდილაშვილმა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების  ერთობლივ სხდომაში მიიღო მონაწილეობა. გასვლითი სხდომა კოლხეთის ეროვნულ პარკში გაიმართა.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების 10 წლისთავთან დაკავშირებით, კომიტეტები, გასვლითი სხდომების ფარგლებში, შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შედეგების ანგარიშებს ისმენენ.

კოლხეთის ეროვნულ პარკში გამართულ შეხვედრაზე, გარემოს დაცვის სფეროში ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების 2014-2024 წლების შედეგები განიხილეს.

„10 წელი გავიდა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერიდან. ამ პერიოდის განმავლობაში, საქართველომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად  მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. გარემოს დაცვის მიმართულებით არსებული 27 რეგულაციიდან, საქართველოს კანონმდებლობა დღეს 21 რეგულაციასთან სრულად არის დაახლოებული, ეს ეხება როგორც ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას, ასევე დაცული ტერიტორიების გაფართოებას, რომლის ფართობი 13%-მდე გაიზარდა. არაერთი ნაბიჯი გადადგა სახელმწიფომ სამრეწველო სექტორიდან დაბინძურების შესამცირებლად. გვაქვს ახალი კანონმდებლობა წყლის რესურსების მართვის მიმართულებით, რომელიც ეტაპობრივად ამოქმედდება და უზრუნველყოფს ქვეყნის მასშტაბით წლის რესურსების მდგრად გამოყენებასა და წყლის რესურსების სწორად მართვას. მოგეხსენებათ,  კლიმატის ცვლილების კუთხით, ჩვენი პოლიტიკა არის სრულად დაახლოებული ევროკავშირის პოლიტიკასთან. საქართველოს, ევროკავშირის მსგავსად, 2050 წლისთვის კლიმატნეიტრალურობის მიღწევა აქვს გაცხადებული“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ  გასვლითი სხდომები გრძელდება, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია შავი ზღვის საქართველოს სანაპიროზე საველე სამუშაოების გაცნობა, წყლის მონიტორინგის ღონისძიებაზე დაკვირვება, ქალაქ ბათუმში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ახალი სადგურის დათვალიერება და ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების ანალიზატორების მუშაობის პრინციპის გაცნობა.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics