|
2024-06-18 12:47:15, 538 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - როდესაც ნაკრები გამოვა და იტყვის - „მე ვარ საქართველო“, წარმომიდგენია, მთელ ქვეყანას როგორი სიამაყის განცდა დაეუფლება
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების პირველი თამაშის წინ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა. კალაძემ ნაკრებს კიდევ ერთხელ უსურვა წარმატება და აღნიშნა, რომ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული მაისურით გამოსვლა თითოეული ქართველის გამარჯვებაა. „წარმომიდგენია, რა ხდება ახლა საქართველოს დედაქალაქში, თბილისში”- 1981 წლის 13 მაისს კოტე მახარაძის ეს ცნობილი შეძახილი დღემდე იმ ემოციისა და სიხარულის მატარებელია, რაც დღეს, გერმანიის ქალაქ დორტმუნდში, როდესაც საქართველოს ეროვნული ნაკრები ქართული ფეხბურთის ისტორიისთვის ყველაზე დიდ მიღწევად ქცეულ მატჩზე გამოვა და იტყვის - „მე ვარ საქართველო”, წარმომიდგენია, როგორი სიამაყის განცდა დაეუფლება ჩვენს თბილისს და ჩვენს საქართველოს. ფეხბურთი არ არის მხოლოდ სპორტი, ის არის გუნდურობის, ერთობის, ბრძოლის, ძალისხმევის, დისციპლინის, ნიჭიერების და უდიდესი შრომის სიმბოლო. ყველა ეს თვისება ჩვენი ხალხისთვის ორგანული და ფასეულია. ფეხბურთი არის სპორტი, რომელიც თავისუფლებასთან და გამარჯვებასთან ასოცირდება. ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული მაისურით გამოსვლა თითოეული ქართველის გამარჯვებაა. დღეს დორტმუნდში ჩვენი ბიჭები მთელი საქართველოს სახელით ითამაშებენ. მინდა, კიდევ ერთხელ წარმატებები და გამარჯვებები ვუსურვო ჩვენს ეროვნულ ნაკრებს. შემართებით, ბრძოლით, ჟინით, დარწმუნებული ვარ, მოვიპოვებთ გამარჯვებას. ბიჭებო, თქვენს უკან მთელი საქართველო დგას. გამარჯვებები თქვენ!“ - განაცხადა კალაძემ.
სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ ისტორიული მარცხი განიცადა, ვუჩიჩმა სტუდენტებთან დამარცხება აღიარა
საქართველო ივანიშვილის გარეშე დიდი საპროტესტო აქცია თბილისში - ვიდეო
პრაღაში ათიათასობით ადამიანი საზოგადოებრივი მაუწყებლობის რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავს
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)