02:33 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-15 21:54:58, 512 ნახვა

პოლიტიკა
2 წლიანი პაუზის შემდეგ ირანის მოქალაქეების პირველი ჯგუფი უვიზოდ საქართველოში დღეს შემოვიდა

ირანის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა 2 წლის შემდეგ კვლავ ძალაშია. ირანის მოქალაქეების პირველი ჯგუფი საქართველოში დღეს შემოვიდა.

ირანი-საქართველოს ურთიერთობის შემდეგი ეტაპი ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიარეისებია, რომელთა აღდგენაც უახლოეს მომავალში იგეგმება.

პირველი ირანული ჯგუფის მეგზური ძველ თბილისში ტურიზმის ადმინისტრაცია იყო. უწყებაში არ დაუმალავთ, რომ სწორედ მას შემდეგ, რაც ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 2013 წელს ირანის მოქალაქეებს უვიზოდ შემოსვლა შეეზღუდათ, საქართველოში ტურისტების რაოდენობა შემცირდა. ტურიზმის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ უვიზო მიმოსვლის აღდგენა დროული იყო და ირანი ახლა სასურველი პარტნიორია.

ირანის მოქალაქეებს, საქართველოს ტერიტორიაზე პირველი შესვლის დღიდან, ვიზის გარეშე დარჩენა ორმოცდახუთ დღემდე შეუძლიათ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics