|
2024-06-17 12:43:53, 358 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - ბაგების დასახლებაში, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან ხიმინჯოვანი რკინაბეტონის საყრდენი კედელი მოეწყობა
ბაგების დასახლებაში, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან, გზის გაფართოების მიზნით, ხიმინჯოვანი რკინაბეტონის საყრდენი კედელი მოეწყობა,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე რამდენიმე სასწავლო დაწესებულება და სხვადასხვა მნიშვნელოვანი ორგანიზაციაა განთავსებული, გზის სივიწროვის გამო კი, სავალ ნაწილზე ავტომობილებს ორმხრივად გადაადგილება უჭირთ. „მოსახლეობა წლებია აღნიშნული პრობლემის გადაჭრას ითხოვს. გზის უსაფრთხოების მიზნით, აუცილებელია ფერდზე საყრდენი კედლის მშენებლობა. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები რამდენიმე დღეში დაიწყება და ხუთ თვეში დასრულდება“,- განაცხადა კალაძემ. დედაქალაქის მერმა ბაგების დასახლებაში ამჟამად მიმდინარე საგზაო სამუშაოებზეც ისაუბრა. „ბაგების დასახლებაში მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, მიწისქვეშა კომუნიკაციებით, რაც ავარიულ მდგომარეობაში იყო. მოეწყობა ტროტუარი, გაჩნდება საპარკინგე არეალები. მიხარია, რომ დედაქალაქში ასეთი მნიშვნელობის პროექტები ხორციელდება. ყველა ინფრასტრუქტურული სამუშაოს დროს პირველი რასაც ვაკეთებთ, კომუნიკაციებს ვცვლით, რაც გარკვეულ შეზღუდვებსაც იწვევს, რის გამოც ბოდიშს ვუხდით საზოგადოებას, მაგრამ ამ ყველაფრის გარეშე, ასეთი მასშტაბური პროექტების განხორციელება შეუძლებელია“,- აღნიშნა კალაძემ.
სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ ისტორიული მარცხი განიცადა, ვუჩიჩმა სტუდენტებთან დამარცხება აღიარა
საქართველო ივანიშვილის გარეშე დიდი საპროტესტო აქცია თბილისში - ვიდეო
პრაღაში ათიათასობით ადამიანი საზოგადოებრივი მაუწყებლობის რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავს
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)