03:27 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-17 12:32:25, 265 ნახვა

საზოგადოება
სოფელ უდაბნოში, ჩიჩხიტურის კოშკის მიმდებარედ გარეჯობის სახალხო დღესასწაული აღინიშნა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოში, ჩიჩხიტურის კოშკის მიმდებარედ, გარეჯობის სახალხო დღესასწაული მასშტაბურად აღინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გარეჯობას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, პარლამენტის წევრი დავით სონღულაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.

„გიორგი ალადაშვილმა სახალხო დღესასწაულზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და გარეჯობა მიულოცა.

გარეჯის სახალხო დღესასწაული დავით გარეჯის დიდ სამონასტრო კომპლექსთან XX საუკუნის 70-იანი წლებიდან იმართება. 1988 წლის შემდეგ, ეს დღესასწაული მხოლოდ ერთხელ, 1997 წელს მცირე მასშტაბით აღინიშნა. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით აღნიშნული დღესასწაული 2018 წლის 21 მაისს იქნა აღდგენილი, როგორც მუნიციპალიტეტის სახალხო დღესასწაული. 

დღესასწაულზე მოსულ სტუმრებს დახვდათ თემატური, საგამოფენო, საბავშვო-გასართობი და სახელოვნებო სივრცეები. მოეწყო ფოტოგამოფენა, სახელწოდებით, გარეჯობის ისტორიები;
პანტომიმის მსახიობებმა  - წარმოადგინეს პერფორმანსი „გარეჯულა“.

გაიმართა ცხენოსანთა დოღი, ჩატარდა ტრადიციული ქართული კერძების მასტერკლასები და ღვინის დეგუსტაცია.

საკონცერტო ნომრები ანსამბლმა - „შავნაბადა“, ოთო ბაზერაშვილმა და პროექტ „რანინას“ - მონაწილეებმა შეასრულეს.

ასევე, წარმოდგენილი იყო ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების „კასლეთილა“ -ს და „იმედი“-ს მიერ შესრულებული ნომრები",- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics