03:28 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-17 12:29:13, 280 ნახვა

საზოგადოება
თენგიზ ნასარიძე - „ველოდებით წარმატებულ ალოობას“

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი მალხაზ ბეგიაშვილი და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი ჯონდო მდივნიშვილი კახეთის მხარეში მეხორბლე ფერმერებს და წისქვილკომბინატების წარმომადგენლებს შეხვდნენ. 

შეხვედრაზე ხორბლის მოსავლის აღების, დაბინავებასა და რეალიზაციაში ხელის შეწყობის  საკითხები განიხილეს.

საუბარი შეეხო შესაბამისი ტექნიკით უზრუნველყოფის მნიშვნელობას.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის განცხადებით, სახელმწიფო კომპანიის 30 კომბაინი უკვე მობილიზებულია და საჭიროებისთანავე პროცესში ჩაერთვება.

„ხორბლის მოსავლის აღების დაწყებისთანავე ამოქმედდა სამინისტროში შექმნილი საკოორდინაციო შტაბი, რომელიც აქტიურად ჩაერთვება მიმდინარე პროცესების კოორდინირებაში. სამინისტრო და კერძო სექტორი მზად არის ფერმერებს მოსავლის ამღები ტექნიკით დაეხმაროს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სამინისტრო, წლების განმავლობაში, აქტიურად უჭერს მხარს და აფინანსებს ფერმერებისთვის მოსავლის ამღები ტექნიკის შესყიდვას. ამ პროგრამამ შედეგი გამოიღო და შარშან, მოსავლის აღების პროცესში, ფაქტობრივად, პრობლემა აღარ გვქონია. წელს საკმაოდ კარგ მოსავალს ველოდებით; საჰექტარო მოსავლიანობის და ხარისხის მიმართულებით პოზიტიური სურათია“, - აღნიშნა თენგიზ ნასარიძემ.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლება მარცვლეული კულტურების აღების პროცესში ფერმერებს კოორდინირებულად დაეხმარება. 

„ფერმერებთან გამართული შეხვედრა მიმდინარე და საორგანიზაციო საკითხებს ეხებოდა - როგორიც არის მოსავლის აღება, შესაბამისი ტექნიკით უზრუნველყოფა, მოსავლის დაბინავება. უკვე დაიწყო ალოობა და დარწმუნებული ვართ, რომ აუღებელი მოსავალი დაუბინავებელი არ დარჩება“, - განაცხადა მალხაზ ბეგიაშვილმა. 

ადგილობრივი ფერმერები ხორბლის მოსავლის აღების შტაბის შექმნას მიესალმებიან.

ფერმერს, ლაშა გონაშვილს, რომელიც ხორბლის და ქერის მწარმოებელია, მოსავლიანობის და ხარისხის კუთხით დადებითი მოლოდინები აქვს.

„უკვე აქტიურ ფაზაში შედის მოსავლის აღება და ამ ეტაპზე კარგი მოლოდინები გვაქვს. ფერმერების ინფორმირებულობა მნიშვნელოვანია, უკვე ვიცით, შეფერხებების შემთხვევაში, ვის და სად უნდა მივმართოთ“, - აღნიშნა ლაშა გონაშვილმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, თენგიზ ნასარიძემ შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიის“ დედოფლისწყაროს სერვის ცენტრში  მობილიზებული  მოსავლის ამღები ტექნიკა დაათვალიერა და შირაქის ველზე ქერის აღების პროცესს გაეცნო.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics