2024-06-14 11:13:26, 609 ნახვა
ომი უკრაინაში
აშშ-მა და უკრაინამ უსაფრთხოების 10-წლიანი შეთანხმება გააფორმეს
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ ორმხრივი უსაფრთხოების 10-წლიანი შეთანხმება გააფორმეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
BBC-ის ცნობით, "დიდი შვიდეულის" სამიტის ფარგლებში, დოკუმენტს ხელი ჯო ბაიდენმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოაწერეს.
როგორც შეერთებული შტატების პრეზდენტმა ხელმოწერის შემდეგ განაცხადა, შეთანხმება უკრაინას უფრო ძლიერს და გამძლეს გახდის.
ავტორი: ექსპრესნიუსი,