|
2016-02-15 17:26:56, 629 ნახვა
საზოგადოება
დევნილთა სამინისტრომ სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების თაობაზე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს ანგარიში წარუდგინა
„2014 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ სახალხო დამცველის ანგარიშზე საქართველოს პარლამენტის დადგენილებით გაცემული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე დევნილთა და განსახლების მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ, საკომიტეტო მოსმენაზე, სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, რეკომენდაციები შეეხებოდა პრივატიზაციის პროცესის დაჩქარებას, ნგრევადი და სიცოცხლისათვის საშიში შენობებიდან დევნილი ოჯახების განსახლებას და კერძო საკუთრებაში არსებულ ობიექტებში მცხოვრები დევნილებისათვის უმოკლეს ვადაში ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის გამოყოფას. მინისტრის პირველმა მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ნგრევად ობიექტებში მცხოვრები დევნილი ოჯახების განსახლების საკითხზე. 2013 - 2015 წლებში სამხარაულის ექპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ შეფასებულ იქნა 90-მდე დევნილთა განსახლების ობიექტი. აღნიშნული ობიექტებიდან 38 დაიხურა და დევნილი ოჯახები გადაყვანილ იქნენ ქ. თბილისსა და საქართველოს ტერიტორიულ ორგანოებში ახალაშენებულ კორპუსებსა და რეაბილიტირებულ შენობებში. 2013 - 2015 წლებში ნგრევადი ობიექტებიდან გაყვანილ იქნა 728 დევნილი ოჯახი. 2016 წელს სამინისტროს დაგეგმილი აქვს იძულებით გადაადგილებულ პირთა ორგანიზებულად განსახლების ყველა იმ ობიექტის შესწავლა, რომელიც ჯერ არ არის გადაცემული დევნილთათვის საკუთრებაში.
მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია
პოლონეთში პუტინის კრიტიკოსის მკვლელობის საქმეზე საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს
რუსეთი ქართული რძის პროდუქტების ორ საწარმოს ბაზარზე შეუშვებს
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)