|
2024-06-13 14:58:58, 313 ნახვა
საზოგადოება
ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ CNUE-ს საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელთან დარგობრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილა
ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოს (CNUE) საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელთან დარგობრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილა. ეკატერინე ნანდოშვილმა ადამ ტოთთან სამომავლო თანამშრომლობასა და CNUE-ს საქმიანობაში საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ჩართულობაზე ისაუბრა. მხარეებმა გამოხატეს მზაობა, გააღრმავონ არსებული თანამშრომლობა ინსტიტუციური დახმარების გაწევისა და საუკეთესო სანოტარო პრაქტიკის გაზიარების მიმართულებებით. საქართველოს ნოტარიუსთა პალატა მორიგ სამუშაო შეხვედრას ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელთან 2025 წლის სექტემბერში უმასპინძლებს. ეს გადაწყვეტილება მხარეებმა შეხვედრის დროს მიიღეს. სამუშაო შეხვედრა მიზნად ისახავს, ევროკავშირის ქვეყნების სანოტარო სისტემების საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებთან მიმართებით. ორმხრივი შეხვედრა ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც წინ უძღოდა საქართველოს ნოტარიუსთა პალატის CNUE-ში დამკვირვებლის სტატუსით გაწევრების ოფიციალური ცერემონია. შეხვედრაში ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოს წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს, ასევე, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე მარიკა გოგოლაძემ, გამგეობის წევრებმა - ეთერ გზირიშვილმა, რომან კოსტანიანმა და ნოტარიუსთა პალატის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა, თეონა წინწალაშვილმა. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)