22:39 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-13 10:13:04, 284 ნახვა

ეკონომიკა
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოს ბრიტანელი ღვინის პროფესიონალები სტუმრობდნენ

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და  სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის Swirl Wine Group ორგანიზებით, ღვინის პროფესიონალების 12-კაციანი ჯგუფი საქართველოში იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ბრიტანელი იმპორტიორების, საცალო მოვაჭრეების, ბაიარებისა და სომელიეებისგან შემდგარი ჯგუფის წევრები ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს კახეთში ეწვივნენ, სადაც სხვადასხვა სტილის ქართული ღვინო დააგემოვნეს. თბილისში გამართულ  სპეციალურ დეგუსტაციაზე ბრიტანელი სტუმრები 20 კომპანიის სხვადასხვა დასახელების ღვინოს გაეცნენ.  

„აღფრთოვანებული ვიყავი ქართული ღვინის ისტორიით; ამიტომ, წარმოდგენა მქონდა  ქართული ტრადიციული წესით ქვევრში  დაყენებულ ღვინოზეც.  საქართველოში მართლაც  საუცხოო ღვინოებია, აქ არიან საუკეთესო ღვინის მწარმოებლები, რომლებიც ღვინოს ჯერ კიდევ უნარჩუნებენ  ქართულ ორიგინალურ, ავთენტიკურ სახასიათო თავისებურებას. ახლა მე შემიძლია, სახლში დაბრუნებულმა, ჩემს ხალხს გავაცნო ქართული ღვინო, რომელიც აქ აღმოვაჩინე“, - აღნიშნა ჯგუფის წევრმა, მაიკ ბოინმა.

დიდი ბრიტანეთი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმპორტიორი და  ღვინის მომხმარებელი ქვეყანაა, რომელიც 2014 წლიდან გამოიკვეთა როგორც ქართული ღვინის ექსპორტის ერთ-ერთი პოტენციურად მზარდი სტრატეგიული ბაზარი.  

დიდი ბრიტანეთის ბაზარზე დამკვიდრების მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო ღვინის მაგისტრის, სარა ებოტის კომპანიასთან „Swirl Wine Group LTD“ 2015 წლიდან თანამშრომლობს. მიმდინარე წლის იანვარ-მაისში ბრიტანეთში ექსპორტირებული იყო 142 ათასი ლიტრი ღვინო; ზრდამ, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 12% შეადგინა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics