2024-06-12 09:42:57, 514 ნახვა
ომი უკრაინაში
კიევის საქალაქო ადმინისტრაცია - რუსეთმა კიევს რაკეტებით და დრონებით შეუტია
რუსეთმა კიევს სხვადასხვა ტიპის იარაღებით შეუტიეს. ამის შესახებ ინფორმაციას კიევის საქალაქო ადმინისტრაცია ავრცელებს.
ადმინისტრაციის ცნობით, რუსეთმა კიევს სამხრეთიდან, Х-101/Х-555/Х-55-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს.
„საჰაერო თავდაცვის ძალებითა და საშუალებებით ყველა საჰაერო სამიზნე განადგურდა!“ - წერს ადმინისტრაცია.
მათივე ინფორმაციით, საჰაერო თავდასხმაზე გაფრთხილების სისტემა თითქმის ორი საათი მუშაობდა, წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი და ნგრევა არ ყოფილა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,