2024-06-07 23:34:35, 588 ნახვა
ომი უკრაინაში
პუტინი - რუსეთს უკრაინაში გამარჯვებისთვის ბირთვული იარაღის გამოყენება არ სჭირდება
რუსეთს უკრაინაში გამარჯვებისთვის ბირთვული იარაღის გამოყენება არ სჭირდება, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
როგორც პუტინმა აღნიშნა, საჭიროების შემთხვევაში რუსეთს შეეძლო ბირთვული იარაღის გამოცდა, თუმცა ამის საჭიროება ახლა არ დგას.
„ასეთი იარაღის გამოყენება შესაძლებელია გამონაკლის შემთხვევაში - ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის საფრთხის შემთხვევაში. არ მგონია, რომ ახლა ეს შემთხვევა იყოს. ასეთი საჭიროება არ არსებობს“, - განაცხადა პუტინმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,