22:37 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-07 15:22:14, 321 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, კომპანია პომი სამაცივრე მეურნეობას აშენებს

"საქართველოს ბანკი" აგროსექტორის განვითარებასა და ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამჯერად, ბანკთან პარტნიორობით, “შპს პომი” ფართოვდება და სამაცივრე მეურნეობას აშენებს.

პროექტის ჯამური ღირებულება 2 მილიონი ლარია, "საქართველოს ბანკის" მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 1.5 მილიონ ლარს შეადგენს.

“შპს პომი” 10 ჰა-ზე გაშენებულ ვაშლის ბაღებს ფლობს, აღნიშნული პროექტის ფარგლებში კი ახალი სამაცივრე მეურნეობა  აშენდება. მისი ჯამური ტევადობა 600 ტონა იქნება და მას კომპანია საკუთარი პროდუქციის შესანახად გამოიყენებს. კომპანია სამომავლოდ უფრო მეტად გაფართოებას და ყოველწლიურად 800ტონამდე მოსავლის აღებას გეგმავს.

„საქართველოს ბანკისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ქვეყანაშიაგრო წარმოებისა და ბიზნესების მხარდაჭერაა.  მოხარული ვართ, რომ ჩვენს პარტნიორ კომპანია პომისთან ერთად მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს რეგიონებში აგროწარმოების განვითარებაში. აღნიშნული პროექტის ფარგლებში კომპანია შეძლებს 600 ტონამდე პროდუქცია შეინახოს, რაც სამომავლოდ შესაძლებლობას მისცემს კიდევ უფრო მეტად გაფართოვნდენ, განვითარდნენ და უფრო მეტი მოსავალი მოიყვანონ. მსგავსი პროექტებირეგიონებში მრავალწლიანი კულტურების მოყვანის და გაშენების პოპულარიზაციას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს. ჩვენ აქ არ ვჩერდებით და აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებთ მსგავსი პროექტების და ბიზნესების მხარდაჭერას, განსაკუთრებით რეგიონებში“, - განაცხადა "საქართველოს ბანკის" კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ნინო აფციაურმა.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics