13:02 - 26 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-07 12:13:08, 340 ნახვა

საზოგადოება
ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩა N12-17-ის მიმდებარედ დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია დასრულდა

საბურთალოს რაიონის გამგეობის ერთ-ერთი პრიორიტეტი დასასვენებელი სივრცეების მოწყობა და უკვე არსებულის რეაბილიტაციაა. ამჯერად, ინფრასტრუქტურული პროექტი ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩა N12-17-ის მიმდებარედ დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, სამუშაოების შედეგად, 3 400 კვ. მ ფართობზე განახლდა სკვერის სივრცე და დამონტაჟდა ყველა შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა. მოეწყო სატრენაჟორო და საბავშვო-გასართობი ზონა, განათებისა და სარწყავი ქსელები. დაითესა ბალახი და დაირგო 232 სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე.

"გარდა ამისა, აღნიშნულ მისამართზე 300 კვ.მ ფართობის სპორტული მოედანიც რეაბილიტირდა.

დასასვენებელი სივრცის მოწყობის სამუშაოები საბურთალოს გამგეობის კონტრაქტორმა კომპანიამ „მონოლითი 2005“ შეასრულა.

დასრულებულ პროექტს დედაქალაქის მერის მოადგილე კახა გულედანი, საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე და საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე ადგილზე გაეცნენ", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
transparency international - ოცნება სულ მცირე 800 000 მოქალაქეს პოლიტიკური არჩევანის გარეშე დატოვებს
თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფოს ₾1 025 719-ის მიწის ნაკვეთებს – 13 პირს ბრალი წარედგინა
საქართველოს ბანკთან პარტნიორობით მცხეთაში მულტიფუნქციური ტურისტული და საცხოვრებელი კომპლექსი შენდება
ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი მარია კორინა მაჩადო ვენესუელაში დაბრუნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics