2024-06-07 10:00:26, 530 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსეთის მიერ გაშვებული 48 „შაჰიდის“ ტიპის დრონი და 5 რაკეტა ჩამოვაგდეთ
რუსეთის მიერ გაშვებული 48 „შაჰიდის“ ტიპის დრონი და 5 რაკეტა ჩამოვაგდეთ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს.
საჰაერო ძალების ცნობით, დრონები დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიას, კიროვოგრადის, მიკოლაივის, ხერსონის, ოდესის, ხარკოვის, კიევის და ხმელნიცკის რაიონებში ჩამოაგდეს.
მათივე ინფორმაციით, თავდასხმის მოგერიებაში მონაწილეობდნენ, ავიაცია, საზენიტო-სარაკეტო ნაწილები, მობილური სახანძრო ჯგუფები და ელექტრონული ომის დანაყოფები
ავტორი: ექსპრესნიუსი,