17:59 - 02 Nov, 2026
|
2024-05-29 11:17:41, 420 ნახვა
პოლიტიკა
როთი - ძვირფასო ქართველო მეგობრებო, თქვენ არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროპისა და თავისუფლებისთვის იბრძვით
გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი მმართველი ხელისუფლების მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებას ეხმაურება. როთი აღნიშნულთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში მცირე განცხადებას ავრცელებს. „ძვირფასო ქართველო მეგობრებო, თქვენთვის მხოლოდ ერთი მესიჯი მაქვს: თქვენ მხოლოდ საქართველოსთვის არ იბრძვით. თქვენ იბრძვით ევროპისთვის. თქვენ იბრძვით თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის. როდესაც ისინი დაბლა მიდიან, ჩვენ მაღლა ავდივართ!“ - წერს როთი. შეგახსენებთ, გუშინ, 28 მაისს საქართველოს პარლამენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)