|
2024-05-29 10:03:00, 549 ნახვა
პოლიტიკა
რიში - საქართველოს მთავრობამ, ამ ქმედებით, თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოების აშენების საპირისპიროდ მტკიცე ნაბიჯი გადადგა
ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ჯიმ რიში საქართველოში ხელისუფლების მხრიდან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას და ამ კანონის მიღებას ეხმაურება. როგორც რიში სოციალურ ქსელში წერს, „ქართულმა ოცნებამ“ „თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოების აშენების საპირისპიროდ მტკიცე ნაბიჯი გადადგა“. „საქართველოს მთავრობამ, ამ ქმედებით, თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოების აშენების საპირისპიროდ მტკიცე ნაბიჯი გადადგა. მიუხედავად იმისა, რომ აშშ გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას, მათი მთავრობა აღარ უნდა სარგებლობდეს შეერთებული შტატების მხარდაჭერით“, - წერს რიში. შეგახსენებთ, გუშინ, 28 მაისს საქართველოს პარლამენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)