|
2024-05-28 22:30:18, 534 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - რამდენად მავნებლური კამპანიაა - გარე დავალების შემსრულებელი ზურაბიშვილი რეფერენდუმის ჩატარებას გვთავაზობს
რამდენად თაღლითური და მავნებლური კამპანიაა წარმოიდგინეთ - გარე დავალების შემსრულებელი, უკვე სრულად ლუსტრირებული სალომე ზურაბიშვილი გვთავაზობს რეფერენდუმის ჩატარებას, - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას რეფერენდუმის ჩატარებასთან დაკავშირებით. მდინარაძის თქმით, ზურაბიშვილი "აპირებს იმ თემის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას, რაზეც უკვე მთელი ქვეყანა შეთანხმებულია და რის შესახებაც საქართველოს კონსტიტუციაში ჩანაწერი რამდენიმე წლის წინ გაკეთდა". "რამდენად თაღლითური და მავნებლური კამპანიაა წარმოიდგინეთ - გარე დავალების შემსრულებელი, უკვე სრულად ლუსტრირებული სალომე ზურაბიშვილი გვთავაზობს რეფერენდუმის (რომელიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე იმართება!) ჩატარებას და იმ თემის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას, რაც კონსტიტუციაში გვიწერია, რომელზეც მთელი ქვეყანა და საზოგადოება შეთანხმებულია, რომელსაც, სხვათა შორის, "ნაცებმა" ხმა საერთოდ არ მისცეს. რა რეფერენდუმი, ვინმემ ან უთხარით, ან გაახსენეთ, რომ საქართველოს ევროპულ გზაზე ჩანაწერი ჯერ კიდევ 7 წლის წინ შევიტანეთ კონსტიტუციაში",- წერს მდინარაძე სოციალურ ქსელში.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)