|
2024-05-28 21:57:51, 605 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს საკითხს ევროკავშირი, ევროპული საბჭოს სხდომაზე გაიტანს
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი პარლამენტის მიერე.წ გამჭირვალობის კანონზე ვეტოს დაძლევის შემდეგ ამბობს, რომ საქართველოს საკითხს მომდევნო კვირის დღის წესრიგში დაამატებს. მისი თქმით, კანონის მიღება საქართველოს უკან გადადგმული ნაბიჯია და ქვეყანას ევროკავშირის გზას აშორებს. "ევროპულმა საბჭომ დეკემბერში მიიღო გადაწყვეტილება, მიენიჭებინა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო გადადგამს შესაბამის ნაბიჯებს და განახორციელებს აუცილებელ დემოკრატიულ რეფორმებს. პარლამენტის მიერ გამჭვირვალობის კანონის მიღება უკან გადადგმული ნაბიჯია და საქართველოს კიდევ უფრო აშორებს ევროკავშირის გზას. ქართველმა ხალხმა მკაფიოდ აირჩია მომავალი ევროკავშირში და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ რომ მხარი დავუჭიროთ მათ ამბიციებს. ამ მიზეზით, საქართველოს [საკითხს] დავამატებ მომდევნო კვირის ევროპული საბჭოს დღის წესრიგში", - წერს შარლ მიშელი X-ზე.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)