|
2024-05-28 19:34:34, 399 ნახვა
პოლიტიკა
„საქართველოსთვის“ - რუსული კანონის მიღების მიუხედავად, საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლა ახლა იწყება
რუსული კანონის მიღების მიუხედავად, საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლა ახლა იწყება,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც პარტია "საქართველოსთვის" ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, "დღევანდელი გადაწყვეტილებით ხელისუფლებამ ევროპული საგარეო კურსის ცვლილება გააფორმა". "რუსული კანონი მიღებულია! დღევანდელი გადაწყვეტილებით ხელისუფლებამ გააფორმა ევროპული საგარეო კურსის ცვლილება და დააანონსა რეპრესიები სამოქალაქო საზოგადოების, თავისუფალი აზრის და დემოკრატიული ინსტიტუტების წინააღმდეგ. საქართველოს ხელისუფლება ღიად გასცდა კონსტიტუციურ ფარგლებს, რადგან მიღებული რუსული კანონი პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. რუსული კანონი და ხელისუფლების ბოლოდროინდელი პოლიტიკა გამოიწვევს სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვას ამერიკის შეერთებულ შტატებთან და გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერებას ევროკავშირთან. საქართველო დგას საერთაშორისო იზოლაციის რეალური რისკის წინაშე, რაც პირდაპირი საფრთხეა ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკისთვის და შესაბამისად, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტისთვის. საქართველოს საერთაშორისო იზოლაცია მძიმე გავლენას იქონიებს ქვეყნის ეკონომიკასა და თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე. ხელისუფლებამ ამ გადაწყვეტილებით არა მხოლოდ საკუთარ თავს გამოუტანა პოლიტიკური და სამართლებრივი განაჩენი, არამედ ქვეყანა დატოვა ნამდვილი მეგობრების გარეშე. ათწლეულების მანძილზე სტრატეგიულ პარტნიორებთან ნაშენები ნდობა ივანიშვილმა და მისმა პარტიამ რამდენიმე თვეში დაანგრია ძალაუფლებისა და ჩვენი მოქალაქეებისგან მოპარული ფულის შესანარჩუნებლად. რუსული კანონის მიღების მიუხედავად, საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლა ახლა იწყება. ქართველმა ხალხმა მნიშვნელოვანი გამარჯვება უკვე მოიპოვა - მსოფლიოს გააგონა, რომ საქართველო ევროპაა. უნდა გავაერთიანოთ ძალისხმევა ამ გამარჯვების არჩევნებზე გასაფორმებლად",- ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, დღეს, 28 მაისს პარლამენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. საკანონმდებლო ორგანოში ორი კენჭისყრა ცოტა ხნის წინ გაიმართა. თავდაპირველად კენჭი უყარეს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მოტივირებულ შენიშვნებს. კენჭისყრის შედეგების მიხედვით, შენიშვნებს მხარდამჭერი არ ჰყოლია, წინააღმდეგ კი, 66 დეპუტატი წავიდა. აღნიშნულის შემდეგ, კენჭი კანონპროექტის თავდაპირველ ვერსიას უყარეს, რასაც მხარი 84-მა კანონმდებელმა დაუჭირა, 4 წინააღმდეგ წავიდა.
ივანიშვილის წარმომადგენელს წილოსანს მიაჩნია, რომ სასქართველოში საწვავის ფასი არაა ევროპის ფასებზე მეტი
მთავრობამ მიიღო რეპრესიული „უცხოელი აგენტების“ კანონიც კი, რომელიც მედიის დირექტორებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აკისრებს - RSF
სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია ფართოდაა გავრცელებული ქართულ მედიაში - რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
"გოგოების გზა ტექნოლოგიებში" - "თეგეტა ჰოლდინგი" გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენციას შეუერთდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)