|
2024-05-28 17:22:51, 372 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე ჩინეთთან უვიზო მიმოსვლაზე - ურთიერთობის გაღრმავებას მხოლოდ მივესალმებით
ჩინეთთან სტრატეგიულ ურთიერთობას ვამყარებთ და მნიშვნელოვანია აღნიშნული გადაწყვეტილებები, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ჩინეთთან უვიზო მიმოსვლის დაწყებას ეხებოდა. კალაძის თქმით, ჩინეთთან, როგორც ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყანასთან, ურთიერთობების გაღრმავება მნიშვნელოვანია. „ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც იცით, ჩვენ ჩინეთთან სტრატეგიულ ურთიერთობას ვამყარებთ და მნიშვნელოვანია აღნიშნული გადაწყვეტილებები, რომელიც იქნა მიღებული. ზოგადად, ჩინეთის ეკონომიკა მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი ეკონომიკაა, უძლიერესი ქვეყანაა. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ურთიერთობების გაღრმავებას მხოლოდ მივესალმებით. ჩვენი მხრიდან იქნება გადადგმული ნაბიჯები, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გავამყაროთ“, - განაცხადა თბილისის მერმა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)