15:04 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-28 17:03:17, 297 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - გაუგებარია ზეწოლა, რომელიც კანონთან დაკავშირებით ხორციელდება

როცა მეგობარი ქვეყანა ხარ, ხომ უნდა გვითხრა კონკრეტული არგუმენტი და აგვიხსნა, რატომ არის გამჭვირვალობა ცუდი?, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა.

კახა კალაძე კიდევ ერთხელ გამოეხმაურა საქართველოს ხელისუფლების მიმართ დასავლეთის მხრიდან წამოსულ კრიტიკას, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ეხება.

„კრიტიკა, რომელიც მოდის და რომელსაც არანაირი არგუმენტი არ ახლავს, გაუგებარია. ჩვენ არაერთი განცხადება გავაკეთეთ, რომ მზად ვართ, შევიდეთ შინაარსობრივ განხილვაში, თუნდაც საჯარო პოლემიკა გავმართოთ, რომ საზოგადოებისთვის ყველა დეტალი ხელმისაწვდომი იყოს. ასევე, პრემიერ-მინისტრმა რამდენჯერმე მოუწოდა ელჩებს, თუ სურვილი ექნებოდათ, მათი ჩართულობაც ყოფილიყო. თუმცა, ვერ მივიღეთ პასუხი, არგუმენტი, თუ რატომ შეიძლება გამჭვირვალობა შეიძლება იყოს ცუდი. გაუგებარია ზეწოლა, რომელიც აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით ხორციელდება. 

ჩვენ გავაკეთეთ განცხადებები, რომ ამ კანონის მიღება მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის გაძლიერებისთვის, რომ, საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია, თუ რაში იხარჯება დონორი ორგანიზაციებისგან შემოსული თანხები“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით, არგუმენტები არც ქვეყნის გარედან, არც ქვეყნის შიგნიდან არ არსებობს და პასუხი არის „იმიტომ“. 

„როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარედან ვერ მოვისმინეთ არგუმენტები. შეიძლება ჩვენ ვცდებით რაღაცაში, არასწორ კანონს ვიღებთ, მაგრამ როცა მეგობარი ქვეყანა ხარ, ხომ უნდა გვითხრა კონკრეტული არგუმენტი და აგვიხსნა, რატომ არის გამჭვირვალობა ცუდი? ან რომელი მუხლი მოდის წინააღმდეგობაში ადამიანის უფლებებთან? ან რომელი მუხლი ეწინააღმდეგება არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას? არგუმენტები უბრალოდ არ არსებობს?

მარტივი სიცრუის კამპანიაა ჩართული, რომ ეს ქართული კანონი, თითქოს არის რუსული. არადა ამაზე პასუხს ვერავინ სცემს, რატომ არის რუსული. მათი ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი, რაც გუშინაც მოვისმინეთ, არის „იმიტომ“. წარმოუდგენელია, როგორ რეალობაში გვიწევს მუშაობა. ვფიქრობ, საზოგადოება ყველაფერს ნათლად ხედავს, რა პროცესები მიდის, რატომ არის ამხელა აჟიოტაჟი ატეხილი“, - განაცხადა თბილისის მერმა. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელს წილოსანს მიაჩნია, რომ სასქართველოში საწვავის ფასი არაა ევროპის ფასებზე მეტი
მთავრობამ მიიღო რეპრესიული „უცხოელი აგენტების“ კანონიც კი, რომელიც მედიის დირექტორებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აკისრებს - RSF
სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია ფართოდაა გავრცელებული ქართულ მედიაში - რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
"გოგოების გზა ტექნოლოგიებში" - "თეგეტა ჰოლდინგი" გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენციას შეუერთდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics