16:27 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-28 13:55:09, 384 ნახვა

პოლიტიკა
ხერხეულიძე „ოცნებას“ - ვის მკვდარს ტიროდით ირანში, როდესაც სრულიად ბანკროტები ხართ პოლიტიკურ ასპარეზზე?!

ვის მკვდარს ტიროდით ირანში, როდესაც გაკოტრებულები, სრულიად ბანკროტები ხართ პოლიტიკურ ასპარეზზე?! - ასე მიმართა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა, ეკა ხერხეულიძემ "ქართული ოცნების" დეპუტატებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

როგორც ხერხეულიძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, მმართველმა პარტიამ საქართველოს "ყველა მეგობარი წაართვა და რუსეთის პირისპირ დატოვა".

"ხალხო, თქვენ ახლა რომ გჭირთ, ჩემს მტერს ისეთი უბედურება, ისეთი ღრუბელი ადგას თქვენს რეპუტაციას. ეს არ არის ნორმალური და არცერთ შემთხვევაში, ეს არ დარჩება საქართველოს ისტორიაში უკვალოდ. თქვენ გგონიათ, რომ ეს ხალხმრავლობა, რომელიც ქუჩაშია და რომელსაც ხალხის მღელვარებაში ხედავთ, არის წარმავალი, არ არის. საქართველოს ისტორია, თქვენი სურვილების მიხედვით არ იწერება და არ იმართება. თქვენ რომ უყურებთ, ერთი საკითხის ირგვლივ გაერთიანებული ხალხის მასშტაბური გამოსვლები კი არ არის, აქ არის უკვე ჩამოყალიბებული ეროვნული მოძრაობა. როდესაც საყოველთაო გაფიცვას ეფუძნება თეატრებში, უმაღლეს სასწავლებლებში პროტესტი, ასევე, პროფესორ-მასწავლებლებში, სტუდენტებში, მომღერლებში, სპორტსმენებში, ამას აღარ ჰქვია ერთი საკითხის ირგვლივ გაერთიანებული პროტესტი, ეს არის ეროვნული მოძრაობა. უნდა გესმოდეთ, როცა თქვენი ღარიბი, უმწეო და უმწიფარი პოლიტიკით ამბობთ, რომ სანქციები არაფერს მოუტანთ ქვეყანას, გგონიათ, რომ თურმე, ჩვენ გვეშინია, ფობია გვაწუხებს, რომ ვეღარ იფრენთ ამერიკაში, ამით უნდა დავიმშვიდოთ თავი და ზესტაფონში მშვიდად გადაადგილდებით, ეს არ არის ჩვენი საწუხარი. ჩვენი საწუხარი გახლავთ საქართველოს მომავალი, რომელსაც დააკარგვინეთ პერსპექტივა და ამდენი მეგობარი, რომელიც დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე, ამ ქვეყანამ შეიძინა. 

თქვენ წახვედით ირანში და "ჰეზბოლასა" და "ჰამასთან" ერთად დადექით სამეგობრო წრეში. ეს არ არის ჩემი ქვეყნის ოცნება და ნატვრა. ვის მკვდარს ტიროდით ირანში, როდესაც გაკოტრებულები, სრულიად ბანკროტები ხართ პოლიტიკურ ასპარეზზე?! საქართველოს ყველა მეგობარი წაართვით, ყველა პერსპექტივა მოუკალით და დატოვეთ მხოლოდ და მხოლოდ ყველაზე დიდი "ომის პარტიის" - რუსეთის პირისპირ. ჩვენი მომავალი, როგორც არ უნდა განრისხდეთ, გარეთ პასუხს მოგთხოვთ. არა იმიტომ, რომ დღეს აქ პროცესი სრულდება, არცერთ შემთხვევაში, ჩვენ უპირველეს ყოვლისა მოსაპოვებელი გვაქვს არჩევნების უფლება. დღეს თქვენი განაჩენით საკუთარ თავს დაუწერეთ პოლიტიკური ნეკროლოგი. დარწმუნებული ვარ, ყველა მისცემთ ხმას, მე არ მაქვს ილუზია, რომ ვინმე თქვენგან გათავისუფლებული მონა და სპარტაკი აღმოჩნდება, მაგრამ იცოდეთ, რომ 28 მაისი თქვენი პოლიტიკური დაისი იქნება და ამას შეეგუეთ",- მიმართა ხერხეულიძემ მმართველი პარტიის დეპუტატებს. 

შეგახსენებთ, დღეს, 28 მაისს პარლამენტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Global Finance-მა გალტ & თაგარტი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
არაბთა გაერთიანებული საამიროები საქართველოს განიხილავს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს - მინისტრი საიდ ბინ მუბარაქ ალ ჰაჯერი
კალაძე ოპოზიციას ისევ მოღალატეებს და მტრებს უწოდებს
ივანიშვილის წარმომადგენელს წილოსანს მიაჩნია, რომ სასქართველოში საწვავის ფასი არაა ევროპის ფასებზე მეტი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics