16:26 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-28 10:36:32, 592 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სარჯველაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეაში მონაწილეობს

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ჟენევაში, ოფიციალური ვიზიტით იმყოფება - მიხეილ სარჯველაძე, ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეაში, მინისტრის პირველ მოადგილესთან, თამარ გაბუნიასთან ერთად მონაწილეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ სარჯველაძე, ამერიკის CDC-ს გლობალური ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორ  კაილა ლაზერსონს შეხვდა.

„მხარეებმა, ჯანდაცვის სექტორში, ორ ქვეყანას შორის  მიმდინარე, ერთობლივ პროექტებზე ისაუბრეს. ასევე, განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.  შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა  ჟენევაში, გაერო-ს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ალექსანდრე მაისურაძე.

ჯანდაცვის მინისტრი, ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის რიგით 77-ე სესიაზე, სიტყვით გამოვა.  ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ სარჯველაძე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ დირექტორ ჰანს კლუგეს შეხვდება”, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Global Finance-მა გალტ & თაგარტი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
არაბთა გაერთიანებული საამიროები საქართველოს განიხილავს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს - მინისტრი საიდ ბინ მუბარაქ ალ ჰაჯერი
კალაძე ოპოზიციას ისევ მოღალატეებს და მტრებს უწოდებს
ივანიშვილის წარმომადგენელს წილოსანს მიაჩნია, რომ სასქართველოში საწვავის ფასი არაა ევროპის ფასებზე მეტი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics