|
2024-05-27 15:37:13, 306 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - ევროპის მხრიდან სანქციების შესაძლო დაწესება ჩვეულებრივი მუქარაა - გაიხსენეთ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებითაც რა განცხადებები კეთდებოდა
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ვიზალიბერალიზაციის, კანდიდატის სტატუსის და მსგავსი საკითხების ქვეყნის წინააღმდეგ გამოყენება ხელისუფლების ცვლილებას ისახავს მიზნად. როგორც მან მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ხელისუფლება ატარებს პრაგმატულ პოლიტიკას, რაც ქვეყანას გრძელვადიან მშვიდობას მოუტანს. „ეს არის ჩვეულებრივი მუქარა, შანტაჟი. გაიხსენეთ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით რა განცხადებები კეთდებოდა. პირდაპირ პარალელს ავლებდნენ, რომ თუ სააკაშვილი, რომელიც კონკრეტულ საქმეებზეა დამნაშავე, არ იქნებოდა გათავისუფლებული, ქვეყანა ვერ მიღებდა აღნიშნულ სტატუსს. ხალხი ხვდება, რისთვის აკეთებენ აღნიშნულ განცხადებებს და რატომ იყენებენ მაგალითად, მოლაპარაკებების გახსნას, ვიზალიბერალიზაციას, კანდიდატის სტატუსს ქვეყნის წინააღმდეგ, რადგან მათ უნდათ ხელისუფლების ცვლილება, თავიანთი აგენტურის მოყვანა და ქვეყნის საომარ მდგომარეობაში ჩაყენება. ჩვენ არ ვართ სულელები, გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, გვინდა ისეთი პოლიტიკა გავატაროთ, რაც ქვეყანაში გრძელვადიან მშვიდობას მოიტანს. არაფერი სჭირდება ჩვენს ქვეყანას ისე, როგორც მშვიდობა, რომ მოხდეს ეკონომიკური განვითარება. წარმოიდგინეთ, მაშინ, თუნდაც სანქციებთან დაკავშირებით, შეცდომა რომ დაგვეშვა, მიგვეღო არასწორი გადაწყვეტილება, იგივე მოხალისეების ჩარტერული რეისით გაშვებასთან დაკავშირებით, რა მდგომარეობაში იქნებოდა ქვეყანა, ხომ წარმოგიდგენიათ. რაც შეეხება პერსონალურ სანქციებს, არ ვიცი, დღევანდელ მსოფლიოში იმდენი უსამართლობა ხდება, გამორიცხული არაფერია. მნიშვნელოვანია ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება, ქვეყნის ინტერესები“, - განაცხადა კალაძემ. თბილისის მერმა იმედი გამოთქვა, რომ ბრიუსელში საგარეო საქმეთა საბჭოზე, სადაც საქართველოს საკითხსაც განიხილავენ, გამოიძებნებიან ადამიანები, რომლებიც აღნიშნულ სურათს „ობიექტურად" შეაფასებენ. „ვფიქრობ გამოიძებნება ბევრი ისეთი ადამიანი, ვინც რეალურ მდგომარეობას შეაფასებს. თუ საფრანგეთისთვის, ამერიკისთვის, ისრაელისთვის, კანადისთვის დასაშვებია აღნიშნული კანონი, როგორ შეიძლება ჩვენთვის იყოს ეს პრობლემა. გამოდის, რომ მაშინ სხვა ინტერესებშია საქმე. ვიცით ეს რისკენაცაა მიმართული, ჩვენ კი გვინდა მშვიდობა“, - აღნიშნა კალაძემ.
Global Finance-მა გალტ & თაგარტი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
არაბთა გაერთიანებული საამიროები საქართველოს განიხილავს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს - მინისტრი საიდ ბინ მუბარაქ ალ ჰაჯერი
კალაძე ოპოზიციას ისევ მოღალატეებს და მტრებს უწოდებს
ივანიშვილის წარმომადგენელს წილოსანს მიაჩნია, რომ სასქართველოში საწვავის ფასი არაა ევროპის ფასებზე მეტი
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)