|
2024-05-27 15:35:08, 565 ნახვა
პოლიტიკა
ლანდსბერგისი - თუ კანონი საბოლოო ვერსიით მიღებული იქნება, საქართველო ევროკავშირისკენ სვლას ვეღარ გააგრძელებს
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებულ მოვლენებს ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის დაწყებამდე, ჟურნალისტებთან საუბრისას გამოეხმაურა. ლანდსბერგისის თქმით, „თუ კანონი საბოლოო ვერსიით მიღებული იქნება, საქართველო ევროკავშირისკენ სვლას ვეღარ გააგრძელებს“. „ჩემი აზრით, საუკეთესო გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენს დღევანდელ შეხვედრას შეიძლება მოჰყვეს, იქნება საჯარო განახლება ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობასა და ევროკავშირისკენ საქართველოს გზაზე. ვფიქრობ, მიმდინარე მოვლენები უნდა აისახოს და ვიმედოვნებ, რომ იქნება ძალიან ცხადი სიგნალი ევროკავშირის მხრიდან, რომ თუ კანონი საბოლოო ვერსიით მიღებული იქნება, საქართველო ევროკავშირისკენ სვლას ვეღარ გააგრძელებს. ეს ნიშნავს, რომ იქნება გადაწყვეტილება, რომ კანდიდატის სტატუსი - რომელიც მიიღეს პირობებით და თუ პირობები შესრულებული არ იქნება - აღარ არსებობს. ეს პოლიტიკური კონცეპტია, ამიტომ მისი შეწყვეტა შესაძლებელია“, - განაცხადა ლანდსბერგისმა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)