16:27 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-27 15:30:37, 370 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - კითხვაზე, თუ რა არის კანონპროექტში პრობლემური, სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენლის მხრიდან პასუხად მივიღეთ - „იმიტომ“

ადამიანი, რომელსაც პრეზიდენტის წარმომადგენელი ჰქვია, მიდის პარლამენტში და ამბობს, რომ აღნიშნული კანონის შინაარსში არ აპირებს შესვლას და მის პუნქტობრივ განხილვას,- ასე შეაფასა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, გიორგი მსხილაძის გამოსვლა პარლამენტში. 

კალაძის თქმით, ვერავინ ამბობს, რატომ არის გამჭვირვალობა ცუდი და რატომ არის კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პრობლემური.  

„არაერთი შანტაჟი და მუქარა მოვისმინეთ ბოლო დღეების განმავლობაში, თუმცა კონკრეტულ კითხვას ვერავინ ვერ სცემს პასუხს და ვერანაირი არგუმენტი ვერ იქნა მოყვანილი, რატომ შეიძლება იყოს გამჭვირვალობა ცუდი. ათასი განცხადება მოვისმინეთ სხვადასხვა ორგანიზაციების მხრიდან, უცხოელი ჩინოვნიკების მხრიდან, თუმცა ვერ გამოიძებნა ერთი კონკრეტული ადამიანი, ვინც შეიძლება ახსნას, რატომ შეიძლება გამჭვირვალობა იყოს ცუდი და ევროპულ ღირებულებებს ეწინააღმდეგებოდეს. 

დღეს ასევე ვუყურებდი სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელს პარლამენტში ვეტოსთან დაკავშირებით და ამ ადამიანის საცოდაობით დავიწვი. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს არის ნამდვილად შეურაცხმყოფელი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის. ადამიანი, რომელსაც პრეზიდენტის წარმომადგენელი ჰქვია, მიდის პარლამენტში და ამბობს, რომ აღნიშნული კანონის შინაარსში არ აპირებს შესვლას და მის პუნქტობრივ განხილვას. მე ვფიქრობ, საზოგადოება ხვდება და ხედავს რეალობას, თუ რა ხდება და რასთან გვაქვს საქმე“,- განაცხადა კალაძემ. 

მისივე თქმით, არგუმენტირებული დასაბუთება ვერც ვენეციის კომისიისგან მოისმინა. 

„თქვან, კონკრეტულად რა არის და რატომ არის პრობლემური. ამ კითხვაზე, თუ რა არის კანონპროექტში პრობლემური, ჩვენ მივიღეთ ერთი პასუხი სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენლის მხრიდან და პასუხი იყო „იმიტომ“. ეს არის საზოგადოების და ქვეყნის მოსახლეობის მასხრად აგდების მცდელობა. 

გვითხრან, რა არის პრობლემა, რა კონკრეტული არგუმენტი არსებობს. ამას ვიძახდით მთელი ამ ხნის განმავლობაში. ვფიქრობდით, რომ ვეტოს ფარგლებში წარმოდგენილი იქნებოდა შინაარსობრივი დასაბუთება, ვენეციის კომისიიდან ველოდით, რომ შინაარსობრივი შენიშვნები ექნებოდათ, თუმცა მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მესიჯები იყო გაჟღერებული“,- აღნიშნა კალაძემ.  





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Global Finance-მა გალტ & თაგარტი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
არაბთა გაერთიანებული საამიროები საქართველოს განიხილავს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს - მინისტრი საიდ ბინ მუბარაქ ალ ჰაჯერი
კალაძე ოპოზიციას ისევ მოღალატეებს და მტრებს უწოდებს
ივანიშვილის წარმომადგენელს წილოსანს მიაჩნია, რომ სასქართველოში საწვავის ფასი არაა ევროპის ფასებზე მეტი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics