20:08 - 02 Nov, 2026
|
2024-05-27 10:45:06, 613 ნახვა
პოლიტიკა
რუსი სენატორი - სალომე ზურაბიშვილი საქართველოში უცხოეთის მთავარი აგენტია
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში უცხოეთის მთავარი აგენტია, - ამის შესახებ რუსი სენატორი, დუმის საგარეო საქმეთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ალექსეი პუშკოვი სოციალურ ქსელში წერს. როგორც პუშკოვი აღნიშნავს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი თავად ზურაბიშვილს ეხება და ამიტომაც მის წინააღმდეგ გამოდის. „საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში უცხოეთის მთავარი აგენტია, რომელიც დიდი ხანი და გაცნობიერებულად მუშაობს ქვეყნის საგარეო ძალების დამორჩილებისთვის. ამ მიზეზით გამოვიდა „უცხოელი აგენტების" კანონის წინააღმდეგ: ეს კანონი თავისი შინაარსით თავად მას ეხება, თავისი ვექტორით კი მისი საქმიანობის წინააღმდეგაა მიმართული“, - წერს პუშკოვი სოციალურ ქსელში.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)