|
2024-05-27 00:05:38, 482 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გაუმჭვირვალობა ქმნის ნოყიერ ნიადაგს მუდმივი არასტაბილურობისთვის
მნიშვნელოვანია, ახლა გადავიაროთ მცირე სირთულეები, მცირე ტურბულენტობა წლევანდელ წელს, ამ კვირების განმავლობაში, იმისათვის, რომ შემდეგ, გრძელვადიან პერსპექტივაში მოვახერხოთ ქვეყნის დამშვიდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან" ინტერვიუში განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გაუმჭვირვალობა ქმნის ნოყიერ ნიადაგს მუდმივი არასტაბილურობისთვის, რაც კატეგორიულად მიუღებელია. „არსებული მოცემულობა, გაუმჭვირვალობა არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებისა, ქმნის ნოყიერ ნიადაგს მუდმივი არასტაბილურობისთვის, რაც არ არის კარგი ჩვენი ქვეყნისთვის. ახლა იქნება მცირე ტურბულენტობა, მაგრამ ამას გადავივლით და ამის შემდეგ უკვე შეიქმნება ძალიან მყარი სამართლებრივი საფუძველი იმისათვის, რომ დამშვიდდეს ქვეყანა. მე მესმის, რომ არის მღელვარება, მათ შორის დონორებში და არავის უხარია გამჭვირვალობა. აქედან გამომდინარე, ამ ზეწოლას აქვს თავისი კონკრეტული სუბიექტურ-ობიექტური მიზეზი, ასე ვიტყოდი, არ მოსწონთ გამჭვირვალობა, თუმცა ეს ჩვენთვის ნიშანია იმისა, რომ კონკრეტულ ძალებს სურდათ მომავალშიც ასე გაეგრძელებინათ ამ ქვეყანასთან მუშაობა, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია,"- აღნიშნა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)