|
2024-05-26 14:05:28, 423 ნახვა
პოლიტიკა
თეა წულუკიანი - სანქციებთან დაკავშირებით იმას ვფიქრობ, რომ მე სვანი ვარ.
„ნახევრად ხუმრობით ვუპასუხებ ამ საკითხს, სანქციებთან დაკავშირებით იმას ვფიქრობ, რომ მე სვანი ვარ." - - ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ამერიკული სანქციების საპასუხოდ განაცხადა. „ნახევრად ხუმრობით ვუპასუხებ ამ საკითხს, სანქციებთან დაკავშირებით იმას ვფიქრობ, რომ მე სვანი ვარ. ჩვენ მადლიერები ვართ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისა და მეგობრების, რომელთან ერთადაც ჩვენ ძალიან რთული გზები გამოვიარეთ იმისთვის, რომ ამ რეგიონში და კერძოდ, საქართველოში ყოფილიყო ის ვითარება, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ დღეს ზეიმით შევხვედროდით 26 მაისს, მაგრამ მთავარი ჩემთვის და იმ ხელისუფლებისთვის, რომლის ნაწილიც მე ვარ, არის ის, თუ რას ფიქრობს ის ერი, რომელსაც ჰქვია ქართველი ერი. ქართველი ერის ინტერესი ჩვენთვის არის წამყვანი. ამიტომ, ჩვენ, რა თქმა უნდა, გადავლახავთ ვეტოებს, მივიღებთ ისეთ კანონებს, რომელიც ქართველი ერის ინტერესს შეესაბამება და მიზნად ისახავს ჩვენი სუვერენიტეტის გაძლიერებას“, - განაცხადა წულუკიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)