|
2024-05-24 12:49:52, 1011 ნახვა
პოლიტიკა
რა წერია „ქართველი ხალხის აქტში“ - „ამერიკის ხმა“ სენატში წარდგენილი ორპარტიული კანონპროექტის ტექსტს ავრცელებს
ამერიკელმა სენატორებმა - ჯინ შაჰინმა ("დემოკრატი" ნიუ-ჰემფშირიდან) და ჯიმ რიშმა ("რესპუბლიკელი" ნიუ-ჰემშირიდან) შეერთებული შტატების სენატში ორპარტიული კანონპროექტი წარადგინეს, რომელსაც "ქართველი ხალხის აქტი" ეწოდება. გუშინ, 23 მაისს წარდგენილი კანონპროექტი, რომლის თანავტორები ასევე არიან სენატორი ბენ კარდინი ("დემოკრატი" მერილენდიდან) და სენატორი პიტ რიკეცი ("რესპუბლიკელი" ნებრასკიდან), ითვალისწინებს სანქციებს იმ პირების მიმართ, რომლებიც შეერთებული შტატების მოსაზრებით, ხელს უშლიან საქართველოში დემოკრატიულ პროცესს და ევროატლანტიკურ გზაზე სვლას. სენატში წარდგენილი კანონპროექტის ტექსტი "ამერიკის ხმას" საკუთარმა წყარომ მიაწოდა. როგორც "ამერიკის ხმა" წერს, სენატში ინიცირებული საკანონმდებლო პროექტის მიხედვით, სანქციები, შესაძლოა, დაუწესდეს: "(1) ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელიც 2012 წლის 1 იანვარს ან მის შემდეგ მუშაობდა საქართველოს მთავრობის პარლამენტის წევრად, საქართველოს მთავრობის პარლამენტის აპარატის უფროს თანამშრომლად, ან იყო ან არის მოქმედი ან ქართული პოლიტიკური პარტიის ყოფილი მაღალჩინოსანი. (2) ნებისმიერი პირი, რომელიც მსახურობს ხელმძღვანელ თანამდებობაზე, რომელიც მუშაობს საქართველოს მთავრობის სახელით, მათ შორის სამართალდამცავი, დაზვერვის, სასამართლო ან ადგილობრივი ან მუნიციპალური ხელისუფლების სახელით. (3) (1) პუნქტში აღწერილი თანამდებობის პირის ან (2) პუნქტში აღწერილი პირის უახლოესი ოჯახის წევრი". კანონპროექტი მოიცავს როგორც სავიზო, ისე ქონებრივ სანქციებს. "შეერთებულმა შტატებმა უნდა განიხილოს მოგზაურობის შეზღუდვები ან სანქციები პირებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან იმ ქმედებებზე, რომლებიც ხელს უშლის საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ სწრაფვას, რაც მოიცავს ძალადობას ან დაშინებას საქართველოს მოქალაქეების, სამოქალაქო საზოგადოების წევრებისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წევრების მიმართ", - ნათქვამია აქტში. კანონპროექტი ასევე განიხილავს კერძო საკუთრების გაყინვას და ავრცელებს საქართველოზე "რუსეთის მავნე საგარეო საქმიანობის" და ე.წ. მაგნიტსკის აქტით გათვალისწინებულ სანქციებს. ამასთან, აქტში საუბარია საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პატრნიორობის შეჩერებაზე. "კონგრესის აზრით, [სახელმწიფო] მდივანმა უნდა შეაჩეროს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისია, რომელიც შეიქმნა 2009 წლის 9 იანვარს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით, მანამ, სანამ საქართველოს მთავრობა არ მიიღებს ზომებს, რათა (1:) ასახოს საქართველოს მოქალაქეების დემოკრატიული სურვილები და (2:) შეასრულოს თავისი კონსტიტუციური ვალდებულება - ხელი შეუწყოს ქვეყანას ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისკენ”, - ნათქვამია აქტში. კანონპროექტი 5 წლის ვადით მოქმედებას ითვალისწინებს და გარდა სხვა ნაწილებისა, მოიცავს ვალდებულებას, რომ შეერთებული შტატების მთავრობამ გადახედოს საქართველოში მის მიერ განხორციელებულ პროექტებს, მის დახმარებას ქვეყნის შიგნით, შეაჩეროს საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერა და გადახედოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას. აქტში აღნიშნულია საქართველოს შეიარაღებული ძალების თანამონაწილეობა საერთაშორისო მისიებში და ნათქვამია, რომ უნდა იქნას შესწავლილი, თუ როგორ გაგრძელდეს პარტნიორობა სამომავლოდ. აქტი ასევე ავალდებულებს სახელმწიფო დეპარტამენტს, შეისწავლოს რუსეთისა და ჩინეთის გავლენები საქართველოში. კანონპროექტით გათვალისწინებულია ქართული სამოქალაქო საზოგადოებისთვის 50 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარება.
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
AI გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე რუსთავი 2-ის და ქალაქის მერის პოზიციებს იწონებენ
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)