|
2024-05-24 11:53:17, 355 ნახვა
პოლიტიკა
ბრეგაძე კანონზე - სამინისტრო აღასრულებს კანონს, გაატარებს ყველა საჭირო ღონისძიებას, რომ მიღწეული იყოს კანონის მიზანი
იუსტიციის მინისტრმა გადაცემა „იმედი LIVE"-ში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მნიშვნელობაზე ისაუბრა. რატი ბრეგაძემ აღნიშნა, რომ „არსებული რთული გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, სახელმწიფოს მისის მიღების ლეგიტიმური უფლება აქვს". „ძალიან დრამატულადაა წარმოჩენილი ეს კანონი. სახელმწიფოს, რომლის ტერიტორიების გარკვეული ნაწილი არის ოკუპირებული, რომელიც იმყოფება რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში და, ფაქტობრივად, ფეთქებადსაშიშ ვითარებაში, და ამ ყველაფრის მიუხედავად თამამად მიიწევს ევროკავშირისკენ, ნატოსკენ, ნამდვილად უნდა ჰქონდეს იმის სრული ლეგიტიმური შესაძლებლობა და უფლებამოსილება, რომ კანონიერი გზით მოიძიოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა სახის უცხო ქვეყნის გავლენები არსებობს მის ტერიტორიაზე, და გაუზიაროს ის საზოგადოებას", – განაცხადა რატი ბრეგაძემ. იუსტიციის მინისტრის თქმით, კანონის ძალაში შესვლის შემდგომ იუსტიციის სამინისტრო მას საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში აღასრულებს. „მინდა მაგალითი მოვიყვანო. თუკი მე მაქვს ბინა მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში და არ ვაშავებ არაფერს, არცერთ მეზობელს არ ვუქმნი პრობლემას, პირიქით, ვარ კარგი მასპინძელი, რა უფლება აქვს ვინმეს, რომ მე დამასანქციროს და საყვედური გამომიცხადოს იმისთვის, რომ ჩემი სახლის კარს დავუყენო ისეთი საკეტი, რომელიც მე მინდა, ამით მე ხომ ხელს არავის ვუშლი?! დაახლოებით იგივეა ამ კანონთან დაკავშირებით - ჩვენ არავის საშინაო საქმეში არ ვერევით, ამ მაგალითზე რომ წარმოვიდგინოთ, ჩვენს კარზე ვაყენებთ საკეტს იმისთვის, რომ ვიცოდეთ ვინ შემოდის, ვინ გადის და ჩვენი ოჯახის წევრები რაც შეიძლება მშვიდად იყვნენ", - აღნიშნა რატი ბრეგაძემ.
ადვოკატი ღარიბაშვილის მიმართ სავარაუდო წამების ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს
რეპორტიორები საზღვრებს გარეშემ ბიძინა ივანიშვილი „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაში კვლავ შეიყვანა
ნანა სანდერს საპროცესო გაუფორმდა, ის ციხიდან 6 ნოემბერს გამოვა
ცხრა დღის განმავლობაში ჰორმუზის სრუტეში თერთმეტი ტანკერი დაიწვა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)